იკერ კასილიასი: ანჩელოტი მოურინიოზე უკეთესი მწვრთნელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარემ, იკერ კასილიასმა ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად ლონდონის "ჩელსის" თავკაცია.

"როცა მოურინიო ჩემი მწვრთნელი იყო, მას არ ვპასუხობდი და არ მგონია, რომ მას ახლა უნდა ვუპასუხო, როცა ის სხვა გუნდს წვრთნის.

მოურინიოს გუნდთან პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც გარედან და თავად "რეალში" სხვადასხვანაირად აღიქვამდნენ.

ანჩელოტი თავად იყო ფეხბურთელი და იცის რთულ მომენტებში ფეხბურთელების სწორი მართვა. როგორც მწვრთნელი, ის მოურინიოზე უკეთესია", - თქვა კასილიასმა.

შეგახსენებთ, რომ "რეალში" მოურინიოს მუშაობის დროს იკერ კასილიასმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში
ადგილი დაკარგა. მაშინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა კასილიასს დიეგო ლოპესი ამჯობინა.

მომზადებულია El Mundo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არ სეიზლება ისედაც დაზაბულია ყველაპერი მსოპლიო იარაგსი იხცობა არა საცირო კარიკატურები აი სედეგი
ledi
12:23 10-01-2015
0

სიახლეები პოპულარული