მადრიდის "რეალი" მზადაა, გარეთ ბეილი გაუშვას, რათა მარკო როისი შეიძინოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" გერმანელ ნახევარმცველ მარკო როისს შემადგენლობაში ადგილს პირდება და მზადაა, ამისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" გარეთ ბეილი გაუშვას, - იუწყება Daily Express.

შეგახსენებთ, რომ ეულსელი ფეხბურთელი "რეალში" 2013 წელს, "ტოტენჰემიდან" გადავიდა, ტრანსფერის ფასმა კი 100 მლნ ევრო შეადგინა.

როგორც ინგლისური გამოცემები წერენ, მადრიდელები ახლა 25 წლის ბეილის "იუნაიტედში" გაყიდვას 120 მლნ ფუნტად იმედოვნებენ - სწორედ ეს თანხაა მითითებული ფეხბურთელის კონტრაქტში. ამის შემდეგ კი "რეალი" "ბორუსიადან" როისის გამოსყიდვაზე ოფციით ისარგებლებს და მასში 20 მლნ ფუნტს გადაიხდის.

მარკო როისი დორტმუნდის "ბორუსიას"
ღირსებას 2012 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტრამვებს რომ არ შეეწუხებინა,მარკო როისი გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი!მე პირადად ასე ვფიქრობ.გერმანული როლსს როისია!ფეხბურთელი,რომელიც საკლუბოსა და სანაკრებო თამაშებს ერთნაირი სიძლიერით თამაშობს,სხვებისგან განსხვავებით!თვითოეული შეხება ბურთთან რომ რაღაც სიურპრიზს გვთავაზობს;ძალიან,ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.წარმატებები მარკო!!!
gulshematkivari
17:31 10-01-2015
0
Malaria caan
levani
18:27 10-01-2015
0

სიახლეები პოპულარული