ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტური: ისევ ორი გუნდის დოღი? [VIDEO]

AutoSharing Option
* 15 თვის მერე პირველად, კრიშტიანო რონალდომ საშინაო მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

* "ვალენსიას" მეკარე დიეგო ალვეშმა ბოლო 25 წლის განმავლობაში ლა ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია - 14.

* "სელტამ" 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

* ლიონელ მესიმ პრიმერაში მე-100 საგოლე პასი მიითვალა.

ლუის ენრიკეს, ზოგიერთი ესპანური წყაროს ცნობით, თანამდებობას დაატოვებინებდნენ, თუ ამ მატჩს ვერ მოიგებდა, მაგრამ ლიონელ მესიმ და კომპანიამ "ატლეტიკო" დაამარცხეს და "ბარსა" აგრძელებს "რეალის" დევნას. დიეგო სიმეონეს გუნდი საჩემპიონო დოღიდან ჩამოიწერა?

ტურის უღიმღამო დასაწყისი
I წრის ბოლოსწინა ტური
ძალზე უღიმღამოდ დაიწყო ვალენსიაში, სადაც "სიუტატ დე ვალენსიაზე" "ლევანტე" "დეპორტივოს" მასპინძლობდა.

განსაკუთრებით უმწეოდ ლუკას ალკარასის გუნდი გამოიყურებოდა, მასპინძლებმა კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დაარტყეს! "ლევანტეს" ფონზე, "დეპორი" სუპერგუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სტუმრებმა გოლიც კი გაიტანეს, მაგრამ მცველი ალბერტო ლოპო აშკარა თამაშგარეში იყო. "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლოპოს მეწყვილე, ბრაზილიელი სიდნეი დაასახელა.

რონალდოს სერია დასრულდა
ზედიზედ ორი ოფიციალური მარცხის შემდეგ "სამეფო კლუბმა" "თვალში გამოიხედა" - "ესპანიოლი" დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0. ამ მატჩში "რეალის" ფეხბურთელებმა ორი დიდებული გოლი გაიტანეს: ჯეიმს (ხამეს) როდრიგესმა შესანიშნავი მოძრაობით გახსნა ანგარიში (მისი პირველი გოლი ლა ლიგაში "ბერნაბეუზე"), ხოლო გარეთ ბეილმა დიდებული საჯარიმო გაიტანა ("სამეფო კლუბის" პირველი გოლი სეზონში პირდაპირ საჯარიმო დარტყმიდან).

"რეალმა" 40 წუთი 10 კაცით ითამაშა, რადგან ფაბიო კოენტრაომ ძალიან იუხეშა მოედნის ცენტრში, მაგრამ გოლი მაინც აქეთ გაიტანა - ალვარო არბელოამ ჩამოაწოდა და შეცვლაზე შესულმა ნაჩომ ანგარიშს წერტილი დაუსვა. კრიშტიანო რონალდომ ამ შეხვედრაში ერთხელაც ვერ მოახერხა კარის ჩარჩოში ზუსტი დარტყმა; სამაგიეროდ, ერთ ეპიზოდში გარეთ ბეილთან კინაღამ იჩხუბა. სხვათა შორის, საშინაო მატჩში 17 ტურის შემდეგ პირველად მოხდა, რომ რონალდომ გოლი ვერ გაიტანა, მას მერე კი 15 თვე გავიდა!

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ფაბიო კოენტრაოს გაძევება ჩემთვის აუხსნელი საქციელია. ჩვენ 10 კაცით დავრჩით და ამოცანა გაგვირთულდა, მაგრამ გუნდი შესანიშნავ მენტალურ მდგომარეობაშია და ამ სირთულეს იოლად გაუმკლავდა. ბეილმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა, გოლიც გაიტანა. მართალია, იმ ეპიზოდში სჯობდა, ბურთი კრიშტიანოსთვის მიეწოდებინა, მაგრამ ფორვარდისთვის "ეგოისტობა" ერთ-ერთი დასაფასებელი თვისებაა. ბეილს და რონალდოს ფანები მეტს იმიტომ სთხოვენ, რომ ისინი ჩვენი ფუნდამენტური ფეხბურთელები არიან".

გეტყვით, რომ გუნდმა მატჩის წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობისთვის მიღებული თასი გამოამზეურა. "მარკას" რჩეული 8 ბალით ისკო ალარკონია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კონკურენტთა ბრძოლა
ანდალუსიაში ევროზონაში მოხვედრისთვის მებრძოლი ორი გუნდი, ორი ერთმანეთის კონკურენტი შეხვდა - "ვილიარეალი" ჯონათან დოს სანტოსმა დააწინაურა, როცა საკმაოდ მახვილი კუთხიდან იყოჩაღა. "მალაგას" ქულა მაროკოელმა ნორდინ ამრაბატმა მოუტანა - 1:1. "მარკას" რჩეულები - ამრაბატი და სერხიო ასენხო (ვილიარეალი) - 7-7 ბალი.

"სელტას" ქულა
წინა ტურში "რეალის" დამმარცხებელი "ვალენსია" "სელტას" ესტუმრა, რომელსაც ლა ლიგაში ზედიზედ 6 მატჩი წაეგო. პირველ ტაიმში "ვალენსიას" კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ფაბიან ორელიანამ ვერ აჯობა დიეგო ალვეშს. ბრაზილიელმა მეკარემ ლა ლიგაში მე-14 პენალტი მოიგერია, ყველაზე მეტი ბოლო 25 წელიწადში.

"ვალენსია" როდრიგომ ბრწყინვალე სოლო-რეიდით დააწინაურა. "სელტას" ქულა ფაბიან ორელიანამ გადაურჩინა, რომელმაც კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ აჯობა ალვეშს, ვისთანაც პირველ ტაიმში დუელი წააგო. "მარკას" რჩეულები გახდნენ ალვეში და ნოლიტო (სელტა) - 7-7 ბალი.

დებიუტანტი "ეიბარი" აგრძელებს ყველას გაკვირვებას. ბასკებმა "ხეტაფე" 2:1 დაამარცხეს - 2:1. ეს შეხვედრა ბოლო გამოდგა "ეიბარის" მაისურით რაულ ალბენტოსასთვის - 26 წლის ნახევარმცველი 600 ათას ევროდ "დერბიში" გადავიდა.

მეოთხე "სევილიაა"
კვირას უნაი ემერის "სევილიამ" ანდალუსიურ დერბიში აჯობა სტუმრად "ალმერიას" და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. თანაც, "სევილია" კონკურენტ "ვალენსიას" ერთი ქულითაც უსწრებს და ერთი თამაშიც რეზერვში აქვს. სტუმართა გოლები ვისენტე იბორამ და შეცვლაზე შესულმა კოკემ გაიტანეს.

ჩემპიონი გააჩერეს
გუშინ საღამოს სამი მატჩი გაიმართა. მართალია, ვიქტორ როდრიგესმა ხელის დახმარებით გაიტანა გოლი "სან მამეს ბარიაზე", მაგრამ "ბილბაოსთვის" აუტსაიდერ "ელჩესთან" საშინაო მარცხი უკვე მეტისმეტია. "გრანადა" და "რეალ სოსიედადი" ერთმანეთს დაუზავდნენ, ყველაზე ბოლოს კი ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა - "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. "ბარსას" შემტევი ტრიოს სამივე წევრმა (მესი, ნეიმარი, სუარესი) თითო გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტური
9 იანვარი
ლევანტე-დეპორტივო 0:0
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი (68. ელ-ჟარი), დ. ნავარო, ვინტრა, კარაბელასი - მორალესი, მ. სისოკო, სიმაო, ივანშიტცი (80. ჩუმეტრა) - ვ. კასადესუსი, ბარალი (68. რუბენ გარსია)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი - ხ. როდრიგესი (86. ლაურე), კავალეირო, კუენკა (80. მედუნიანინი) - ტოჩე (58. რიერა)
გაფრთხილება: კასადესუსი, ბარალი, კარაბელასი, ნავარო - ბერგანტინიოსი, ლოპო, სიდნეი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-13 (0-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 17 000

10 იანვარი
რეალი-ესპანიოლი 3:0
გოლები: 1:0 ჯ. როდრიგესი (12), 2:0 ბეილი (28), 3:0 ნაჩო (76)
რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პეპე, ვარანი, ფ. კოენტრაო - ისკო, კროოსი (81. ხედირა), ჯ. როდრიგესი (54. ნაჩო) - ბეილი, ბენზემა (63. ილიარამენდი), რონალდო
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, კოლოტო, ა. გონსალესი, ფუენტესი - ვ. სანჩესი (62. ლუკე), ჟორდანი (68. სტუანი), კანიასი, მონტანიესი - ს. გარსია (82. აბრაამი), კაისედო
გაფრთხილება: რონალდო - ფუენტესი, სანჩესი, არბილია, მონტანიესი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18-11 (5-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 69 600

მალაგა-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 ჯონათან დოს სანტოსი (45), 1:1 ამრაბატი (59)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, მ. ტორესი, ანტუნეში - დარდერი, რესიო - სამუელი (70. ორტა), დუდა (59. ხუანმი), კასტილიეხო (78. ლუის ალბერტო) - ამრაბატი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, რუკავინა - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი (77. პინა), ბრუნო, ჩერიშევი (74. მ. გომესი) - ვიეტო (66. ჯოვანი დოს სანტოსი), უჩე
გაფრთხილება: სამუელი, ანხელერი, დუდა, ტორესი - ჩერიშევი, რუისი, ტრიგეროსი, გაბრიელი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 13-9 (6-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 23 500

სელტა-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 როდრიგო (43), 1:1 ორელიანა (61)
სელტა (3-5-2): ს. ალვარესი - რადოია, ს. გომესი, ფონტასი - მალიო (46. ნოლიტო), პ. ერნანდესი, ა. ფერნანდესი (79. ბ. ფერნანდესი), კრონ-დელი, ხონი - ორელიანა, შარლესი
ვალენსია (4-4-2): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, ორბანი - როდრიგო (92. კანსელო), ე. პერესი, პარეხო (80. ფუეგო), ანდრე გომეში - პ. ალკასერი, ნეგრედო (65. დე პაული)
შენიშვნა: ორელიანამ (28) ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: შარლესი, ხონი, ერნანდესი - როდრიგო, პარეხო, ბარაგანი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-4 (4-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 18 000

ეიბარი-ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 დელ მორალი (33), 2:0 კაპა (51), 2:1 დ. კასტრო (80)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ალბენტოსა, რ. ნავასი, ლილიო - ერასტი, დ. გარსია - კაპა, დელ მორალი (69. არუაბარენა), საულ ბარხონი (87. ლარა) - პიოვაკარი (74. აბრაამი)
ხეტაფე (4-4-2): კოდინა - ვალერა (58. სარაბია), ნალდო, ველასკესი, ლაგო - პედრო ლეონი, ალექსისი (90. იოდა), ხ. როდრიგესი, ინესტოსა (71. დ. კასტრო) - სამირი, ა. ვასკესი
გაფრთხილება: ბოვედა, კაპა - როდრიგესი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-7 (5-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 4 100

11 იანვარი
ალმერია-სევილია 0:2
გოლები: 0:1 იბორა (58), 0:2 კოკე (63)
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - ველესი, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი - თომასი (64. სორიანო), ვერსა - მენდესი (73. ესპინოსა), კორონა, ვ. სილვა (81. დანგდა) - ჰემედი
სევილია (4-2-3-1): ბეტო - ა. ვიდალი, პარეხა (46. კოკე), არიბასი, ფ. ნავარო - იბორა, კარიშო - რეიესი, ბანეგა, ვიტოლო (82. დეულოფეუ) - ბაკა (75. გამეირო)
გაფრთხილება: თომასი - ვიდალი, პარეხა
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 19-12 (6-6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 16 000

ბილბაო-ელჩე 1:2
გოლები: 0:1 ვ. როდრიგესი (16), 0:2 ფაირი (53), 1:2 სან ხოსე (73)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე (66. სან ხოსე), მ. რიკო - სუსაეტა, დე მარკოსი (54. ვიგერა), მუნიაინი (66. ტოკერო) - ადურისი
ელჩე (4-4-2): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - ვ. როდრიგესი (84. ერერა), ა. გონსალესი, პაშალიჩი, ა. ნიგესი (70. კორომინასი) - ფაირი, ჟონათასი (93. პელეგრინი)
გაფრთხილება: ბალენსიაგა, ტოკერო - ლომბანი, ნიგესი, სუარესი, როდრიგესი, სისმა, გონსალესი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 7-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-8 (3-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 42 000

გრანადა-სოსიედადი 1:1
გოლები: 0:1 ველა (36-პენ), 1:1 რიკო (79-პენ)
გრანადა (4-3-3): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ა. სისოკო - ფ. რიკო, იტურა, მარკესი (89. პიტი) - ფულკიე (46. რიკი), ელ-არაბი (57. საქსესი), ლ. ბანგურა
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ელუსტონდო, პარდო - ჩაბი პრიეტო, კანალესი (91. ბერჩიჩე), გ. კასტრო (69. ფინბოგასონი) - ველა (93. აგირეჩე)
გაფრთხილება: ელ-არაბი, ბაბენი - ველა, მარტინესი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 20-10 (3-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 22 000

ბარსელონა-ატლეტიკო 3:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (12), 2:0 სუარესი (35), 2:1 მანჯუკიჩი (57-პენ), 3:1 მესი (87)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (89. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი (91. პედრო), ნეიმარი
ატლეტიკო (4-2-3-1): მოია - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, გამესი (83. სიკეირა) - გაბი (68. ფ. ტორესი), ტიაგო - არდა თურანი, გრიზმანი (74. რაულ გარსია), კოკე - მანჯუკიჩი
გაფრთხილება: სუარესი, მასკერანო, მესი - გამესი, მანჯუკიჩი, ხუანფრანი, ტიაგო, გრიზმანი, გოდინი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17-5 (7-3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 88 500

12 იანვარი
ვალეკანო-კორდობა 23:45

ბომბარდირები: 26 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი), გარეთ ბეილი (რეალი).

მომდევნო ტური
16 იანვარი:
კორდობა-ეიბარი.

17 იანვარი:
რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო, ვალენსია-ალმერია, ვილიარეალი-ბილბაო, ესპანიოლი-სელტა.

18 იანვარი:
ხეტაფე-რეალი, ატლეტიკო-გრანადა, დეპორტივო-ბარსელონა, ელჩე-ლევანტე, სევილია-მალაგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული