ბარსას ლიდერობა დაებედა [VIDEO]

AutoSharing Option

"ბარსელონამ" წვალება, ექსპერიმენტები და 5-ქულიანი ლიდერობა დაიბედა, ჩავიმ კი - რეკორდები. არავინ ელოდა, რომ "კამპ ნოუზე" ჩემპიონს იმ "ლევანტესთან" გაუჭირდებოდა, რომელსაც წინასაახალწლოდ "რეალმა" 8:0 მოუგო, მაგრამ ასე კი მოხდა:

 

"ბარსა" პედროს უნდა უმადლოდეს, რომ სძლია ვალენსიურ კლუბს, მადრიდული პრესა არდანიშნულ პენალტზეც კი ალაპარაკდა, თითქოს, პერეს ლასამ ვერ დაინახა პირველ ტაიმში ერიკ აბიდალის ჯარიმა სტუმარ ხუანლუზე. თუმცა ყველაფერს რომ თანმიმდევრულად მივყვეთ, სჯობს...

ეს მატჩი გამორჩეული იყო ჩავისთვის, "ოქროს ბურთის" კანდიდატმა "ბარსელონას" მაისურით 549-ე მატჩი ჩაატარა, ეს კი გუნდის 70-80-იანი წლების მცველ მიგელის

რეკორდის გამეორებაა. თუკი მიგელიმ ამისთვის 20 წელი დახარჯა, ჩავი ჯერ მე-12 სეზონს ატარებს და 30 წლის ნახევარმცველს წინ კიდევ ბევრი მატჩი აქვს, მას ხომ 2016 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი "ბლაუგრანასთან". ხოსეპ გვარდიოლას ერთდროულად ორი ცენტრალური მცველის, კარლეს პუიოლისა (ტრავმა) და ჟერარდ პიკეს (დისკვალიფიკაცია) გარეშე მოუწია ფონს გასვლა, არ უთამაშია ლეო მესისაც. და აი, ექსპერიმენტიც - დაცვის ცენტრში ერიკ აბიდალისა და სერხიო ბუსკეტსის დუეტმა ითამაშა.

ტაიმი უგოლოდ ჩამთავრდა და ამის მიზეზი თავად "ბარსა" იყო. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური გრანდი ყველაფერს აკონტროლებდა, ეს ამ გუნდის უცუდესი ტაიმი იყო სეზონში. "რეალთან" მატჩში ლუის გარსიას გუნდის დაცვის ხაზი საბრალო სანახავი იყო, "ლევანტეს" მცველები ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ, ახლა კი იგივე ფეხბურთელები ძალზე სოლიდურად გამოიყურებოდნენ, კარგად თამაშობდა მანოლო რეინაც. სწორედ მან არ მისცა ანდრეს ინიესტას ანგარიშის გახსნის საშუალება მე-6 წუთზე. "ბარსა" უტევდა, მაგრამ კარგად ჩანდა, რომ მესის გარეშე მის შეტევებს რაღაც აკლდა. ის კი არა, კინაღამ "ლევანტე" დაწინაურდა - ვიქტორ ვალდესმა უხეიროდ მოიგერია ბურთი, რომელიც სისკო ნადალს მიუვიდა, მისი პასით კი მეკარესთან პირისპირ რაფა ხორდა დარჩა, თავდამსხმელმა მაინცდამაინც ვალდესს გაარტყა ბურთი.

დაიწყო მეორე ტაიმი და "კამპ ნოუმ" შვებით ამოისუნთქა, დანი ალვეშმა ჩვეულად შეუტია, ბურთთან განშორება კი გაუჭირდა, მაგრამ როგორღაც ეს მოახერხა და პედრომაც აუღებლად დაარტყა. გვარდიოლა მიხვდა, რომ მასკერანო მეტისმეტად უკნიდან უტევდა და მის ნაცვლად ტიაგო ალკანტარა შეუშვა. სხვათა შორის, ამ ცვლილებამ გაამართლა, "ბარსა" უკეთ ათამაშდა. ერთი საათის თავზე კი პედრომ დუბლი შეასრულა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ისევ დანი ალვეში იყო ასისტენტი. "მარკამ" პედროს "დონ პედრო" უწოდა. აი, ასე - სულ რაღაც 15-იოდე თვეში პედრიტო იქცა "დონ პედროდ".

მაგრამ ბოლო 10 წუთში მატჩი ისევ დაიძაბა - ვალდესის კარში გოლი შეცვლაზე შესულთა დამსახურებაა - ვალმირო ვალდოს პასით კრისტიან სტუანიმ დაუმუშავებლად ისე დაარტყა, რომ მასპინძელთა ფანებმაც კი ტაში დაუკრეს - 2:1. დარჩენილ დროში საგოლე მომენტები მხოლოდ "ბარსას" ჰქონდა.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ჩავი შეაქო: "ჩვენ გვინდოდა მოგვეგო მისთვის. ასე მგონია, მთელი ცხოვრება აქ გავატარე და 300-ზე მეტი მატჩი ძლივს მოვაგროვე. ჩავი კი "ცხოველია", მას შეუძლია 700-მატჩიანი ნიშნულის მიღწევა".

წლის პირველი გოლი პრიმერაში "დეპორტივოს" ახალგაზრდა ფორვარდმა ადრიან ლოპეს ალვარესმა გაიტანა, რომლის ანგარიშზეც გუშინ დუბლი იყო, არადა სანამ "სან მამესზე" თავს გამოიჩენდა, ადრიანის მონაგარი სეზონში ორი გოლი იყო. "დეპორტივომ" კი წლის პირველი სენსაცია გამოაცხო ესპანეთში - ბილბაოში "ატლეტიკს" 2:1 მოუგო. 22-ე წუთზე ადრიანი უსტარიცმა აკრძალული ხერხით შეაჩერა და პენალტი თავად დაზარალებულმა გაიტანა. ამის შემდეგ ჯერ ბასკი მიკელ სან ხოსე გააძევეს, მერე სტუმარი - ხუან როდრიგესი. მეორე ტაიმის დასაწყისში ადრიანმა, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, გალისიური კლუბი 2 ბურთის სხვაობით დააწინაურა, ბურთი ოდნავ შეეხო მასპინძელთა მცველს. მატჩის მიწურულს ფერნანდო ლორენტემ მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩინა, მაგრამ უსტარიცის წითელმა ბარათმა თამაში დაამთავრა, ბასკებმა შინ წააგეს.

მანუელ პელეგრინის "მალაგამ" წელიწადი გამარჯვებით დაიწყო, ხიხონში "სპორტინგი" 2:1 დაამარცხა. ამ თამაშის შემდეგ ჩილელი დილემის წინაშე დადგება - მოგებულ შემადგენლობას კი არ ცვლიან, მაგრამ შემდეგი ტურიდან ხომ ანდალუსიელთა 5 ახალწვეული უნდა ჩაერთოს საქმეში (კვირას მათ თამაშის უფლება არ ჰქონდათ, სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნა). ასტურიელები პენალტის ნიშნულიდან მათმა საუკეთესო მეგოლე დიეგო კასტრომ დააწინაურა. მალაგელებმა ველიგტონის წყალობით გაათანაბრეს, ბრაზილიელმა მცველმა დუდას ჩაწოდებული გამოიყენა, ხოლო ელიზეუს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აპონიომ აქცია გამარჯვების გოლად.


მომდევნო ტური

8 იანვარი: მალაგა-ბილბაო, რეალ სოსიედადი-სევილია, დეპორტივო-ბარსელონა; 9 იანვარი: ესპანიოლი-სარაგოსა, მალიორკა-ალმერია, ოსასუნა-ხეტაფე, რასინგი-სპორტინგი, რეალი-ვილიარეალი, ლევანტე-ვალენსია; 10 იანვარი: ერკულესი-ატლეტიკო.



ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური

ბილბაო-დეპორტივო 1:2
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, უსტარიცი, კასტილიო (61. გაბილონდო) - დ. ლოპესი (58. სუსაეტა), გურპეგი, ორბაისი, მუნიაინი - ტოკერო (58. ველესი), ფ. ლორენტე. 
დეპორტივო (5-4-1): არანსუბია - ლაურე, კოლოტო, აიტამი, ლოპო, მ. პაბლო - ხ. როდრიგესი, რ. პერესი, ხ. დომინგესი (83. ჟუკა), ადრიანი (89. პ. ალვარესი) - ლასადი (48. ტომასი).
გოლები: 0:1 ადრიანი (22-პენ), 0:2 ადრიანი (52), 1:2 ლორენტე (86)
გაფრთხილება: გურპეგი, უსტარიცი - ხ. როდრიგესი, ლაურე, აიტამი
გაძევება: სან ხოსე (33), ხ. როდრიგესი (45), უსტარიცი (90)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 21-7 (7-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 38 000


ბარსელონა-ლევანტე 2:1 [ვიდეო]
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, ბუსკეტსი, აბიდალი, მაქსველი (76. გ. მილიტო) - ჩავი, მასკერანო (48. ტ. ალკანტარა), ინიესტა - პედრო, კრკიჩი (64. კეიტა), ვილია.
ლევანტე (4-1-4-1): მ. რეინა - სერა, რობუსტე, ნანო, დელ ორნო - პალიარდო - ნადალი (70. ვალდო), ხ. ტორესი, ლარეა, ხუანლუ (72. მუნიოსი) - რაფა ხორდა (70. სტუანი).
გოლები: 1:0 პედრო (47), 2:0 პედრო (59), 2:1 სტუანი (80)
გაფრთხილება: კრკიჩი, ბუსკეტსი, ჩავი, კეიტა - ნანო, სტუანი
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 22-4 (10-2); ბურთის ფლობა: 76%-24%.
მაყურებელი: 71 600


სპორტინგი-მალაგა 1:2
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ბოტია, გრეგორი, ანხელი - რივერა, ეგურენი (62. ნ. ნოვო) - დე ლას კუევასი, კარმელო (59. ბილიჩი), დ. კასტრო - სანგოი.
მალაგა (4-2-3-1): არნაუ - გამესი, სტადსგაარდი, ველიგტონი, მტილიგა - რესიო, აპონიო - ელიზეუ (87. ფერნანდო), ქუინსი (69. პორტილიო), დუდა - რონდონი (76. ბა).
გოლები: 1:0 კასტრო (42-პენ), 1:1 ველიგტონი (45), 1:2 აპონიო (59-პენ)
გაფრთხილება: ეგურენი, კუელიარი, ბოტია, დე ლას კუევასი, ბილიჩი - სტადსგაარდი, მტილიგა, ელიზეუ
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14-6 (6-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 20 000


სევილია-ოსასუნა 1:0

სევილია (4-4-1-1): პალოპი - დაბო, ალექსისი, ესკუდე, ფ. ნავარო (88. კასერესი) - ხ. ნავასი (90. ალფარო), ზოკორა, რომარიკი, კაპელი - კანუტე - ნეგრედო 74. რენატო).
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, სერხიო, ფლანიო, ოიერი - ვადოცი, პუნიალი - ხუანფრანი, სორიანო (65. კიკე სოლა), დამია (71. კალეხა) - არანდა (85. ლეკიჩი).
გოლი: 1:0 კანუტე (35)
გაფრთხილება: ზოკორა - სორიანო, ოიერი, ვადოცი, პუნიალი, ნელსონი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-7 (5-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 31 000


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 17 15 1 1 53-10 46
2. რეალი 16 13 2 1 39-12 41
3. ვილიარეალი 16 10 3 3 30-14 33
4. ვალენსია 16 8 4 4 24-19 28
5. ესპანიოლი 16 9 1 6 18-22 28
6. ატლეტიკო 16 8 2 6 27-19 26
7. ხეტაფე 16 8 2 6 26-22 26
8. ბილბაო 17 8 1 8 26-29 25
9. სევილია 17 7 2 8 22-27 23
10. სოსიედადი 16 7 1 8 22-26 22
11. მალიორკა 16 6 3 7 16-20 21
12. დეპორტივო 17 5 6 6 15-20 21
13. ერკულესი 16 5 4 7 18-22 19
14. რასინგი 16 5 3 8 13-23 18
15. ოსასუნა 17 4 5 8 15-21 17
16. მალაგა 17 5 1 11 22-36 16
17. ლევანტე 17 4 3 10 19-28 15
18. ალმერია 16 2 7 7 15-25 13
19. სპორტინგი 17 2 6 9 14-26 12
20. რეალი 16 1 7 8 14-27 10


ბომბარდირები: 17 - მესი (ბარსელონა), რონალდო (რეალი); 11 - ვილია (ბარსელონა), ფ. ლორენტე (ბილბაო); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - როსი (ვილიარეალი); 8 - ტრეზეგე (ერკულესი), პედრო (ბარსელონა); 7 - იგუაინი (რეალი), აგუერო (ატლეტიკო), ფ. კაისედო (ლევანტე)



სეგუნდადივიზიონი. XVIII ტური

გრანადა-ალკორკონი 1:0
გოლი: 1:0 ა. გეიხო (63)
გაძევება: ნაგორე (71. ალკორკონი), დანი ბენიტესი (90. გრანადა)


რაიო ვალეკანო-სელტა 1:3

გოლები: 1:0 კოკე (7), 1:1 ამაია (49 ს.კ.), 1:2 დ. როდრიგესი (53), 1:3 დ. როდრიგესი (81)


ბეტისი-ხიმნასტიკი 1:0
გოლი: 1:0 ემანა (38-პენ)


ალბასეტე-კორდობა 1:0
გოლი: 1:0 ასენი (78)


ხირონა-კარტახენა 1:1
გოლები: 1:0 ხ. კასტრო (77), 1:1 ტოჩე (85)


უელვა-უესკა 0:1
გოლი: 0:1 ოჩოა (75)


ლას პალმასი-ბარსელონა B 2:2
გოლები: 1:0 ხ. გერერო (27), 1:1 სორიანო (71), 1:2 ნოლიტო (79), 2:2 სამუელი (89)


პონფერადინა-ნუმანსია 0:4
გოლები: 0:1 ხაიო (9), 0:2 ბარკერო (18), 0:3 გარმენდია (27), 0:4 გარმენდია (47)


ვალიადოლიდი-ტენერიფე 2:2
გოლები: 1:0 ო. გონსალესი (9), 1:1 ნინო (10), 2:1 ალემანი (25), 2:2 ირიომე (85)


ვილიარეალი B-ელჩე 1:1
გოლები: 0:1 პალანკა (13), 1:1 გულონი (23)


სალამანკა-ხერესი დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 18 13 3 2 42-16 42
2. სელტა 18 10 6 2 32-17 36
3. ვალეკანო 18 10 4 4 29-19 34
4. კარტახენა 18 8 5 5 28-22 29
5. ბარსელონა B 18 7 7 4 28-26 28
6. ხერესი 17 8 3 6 27-24 27
7. გრანადა 17 7 5 5 31-20 26
8. ელჩე 18 6 8 4 17-16 26
9. ვილიარეალი B 18 7 4 7 22-28 25
10. ნუმანსია 18 7 3 8 25-22 24
11. სალამანკა 17 7 3 7 19-20 24
12. ვალიადოლიდი 18 6 5 7 26-26 23
13. ლას პალმასი 18 5 7 6 29-34 22
14. უესკა 18 4 9 5 13-17 21
15. კორდობა 18 4 8 6 22-24 20
16. ალბასეტე 18 4 8 6 16-19 20
17. ხირონა 18 4 7 7 23-25 19
18. უელვა 18 3 10 5 16-19 19
19. ალკორკონი 18 5 3 10 20-27 18
20. პონფერადინა 18 3 6 9 13-33 15
21. ტენერიფე 17 3 5 9 14-28 14
22. ხიმნასტიკი 18 2 7 9 13-23 13


ბომბარდირები: 14 - ა. გეიხო (გრანადა); 12 - ქუინი (ალკორკონი), რ. კასტრო (ბეტისი); 10 - ხ. გუერა (ვალიადოლიდი), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო), ემანა (ბეტისი), ტოჩე (კარტახენა); 9 -  დ. როდრიგესი (სელტა); 8 - ხოსე მარი (ხერესი).

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული