"მარკას" ახალი ინფორმაციით, სულ მალე "სამეფო კლუბი" ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ ნორვეგიელი ტალანტი შეიძინა.
16 წლის ედეგორმა მადრიდში ყოფნისას კრიშტიანო რონალდო, სერხიო რამოსი, ტონი კროოსი და სხვები გაიცნო და სამშობლოში აღფრთოვანებული დაბრუნდა.
ედეგორის ხელში ჩაგდება ბევრ გრანდს სურდა, მათ შორის ყველაზე მეტად მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"