კარლო ანჩელოტის იოახიმ ლიოვი შეცვლის?

AutoSharing Option
ესპანური 13TV-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" გერმანიის ნაკრების თავკაცის, იოახიმ ლიოვის მიწვევით არის დაინტერესებული.

მეტიც, წყაროს ცნობით, "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე დაეკონტაქტა იოახიმ ლიოვს. "რეალის" წარმომადგენლებს აინტერესებდათ ლიოვის გეგმები, რამდენად სურს მას საკლუბო ფეხბურთში ძალების მოსინჯვა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აქვს, ხოლო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საჯაროდ აცხადებდა, რომ იტალიელ სპეციალისტთან ურთიერთობის გაგრძელება მომავალშიც სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და რატომ უნდა გაუშვან ანჩელოტი? - დავიჯერო რეალი ეხლა ექსპერიმენტებს იწყებს?
brola
15:28 16-01-2015
0

სიახლეები პოპულარული