მადრიდის "რეალი" I წრის ჩემპიონია

AutoSharing Option
მე-19 ტურის მატჩში მადრიდის "რეალმა" მადრიდულ დერბიში "ხეტაფეს" 3:0 სძლია.

კარლო ანჩელოტის გუნდმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა: 63-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ საჯარიმოში კრიშტიანო რონალდო მოძებნა და პორტუგალიელმა ანგარიში გახსნა.

67-ე წუთზე ჯეიმს როდრიგესის პასით გარეთ ბეილმა ივარგა დასწრებაზე, ხოლო 79-ე წუთზე კოლუმბიელის ჩამოწოდებულს რონალდომ თავი დაუხვედრა და დუბლი შეასრულა.

"რეალს" 45 ქულა აქვს და ის ესპანეთის ჩემპიონატის I წრის გამარჯვებულია. კრიშტიანო რონალდოს 28 გოლი აქვს გატანილი

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XIX ტური: ალვარო ნეგრედომ "ვალენსიას" გამარჯვების გოლი არ იზეიმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული