* კრიშტიანო რონალდომ 17 მატჩში 28 გოლი გაიტანა, რითაც I წრეში ლეო მესის რეკორდი გაიმეორა.
* რონალდოს "რეალის" საგარეო მატჩებში 89 გოლი აქვს გატანილი. მან ორი გოლით გაუსწრო რაულს და კლუბის რეკორდსმენი გახდა.
* ლიონელ მესი პრიმერაში ჰეთ-თრიკების რიცხვით (22) ტელმო ზარას და ალფრედო დი სტეფანოს დაეწია.
I წრე დასრულდა, ესპანური მარათონის ნახევარი "სამეფო კლუბმა" მოიგო, რომელსაც საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ერთი თამაში გაუცდა.
გოლი მე-10 წამზე
სულ რაღაც 10 წამი დასჭირდა "კორდობას" ანგარიშის გასახსნელად - "ვალენსიასგან" ნათხოვარმა ფედე კარტაბიამ თავით საჯარიმოში ფლორინ ანდონე მოძებნა და რუმინელმაც თავის მესამე მატჩში მეორე გოლი გაიტანა. "ეიბარმა" წრე თავაწეულმა დაასრულა ცხრილის ზედა ნახევარში. ბასკებმა ერთადერთი მომენტი გამოიყენეს, საულ ბერხონმა ფლანგზე ვიზავი გააცურა და საჯარიმოში მიკელ არუაბარენას ბურთი თავზე "დაასვა" - 1:1. ამ ორ გოლს შორის იყო ორი გაძევება ორივე მხარეს, სხვათა შორის, ორივე ძალზე საეჭვო. "მარკას" რჩეულები: ნაბილ ღილასი (კორდობა) და საულ ბერხონი - 7-7 ბალი. ბასკურ კლუბს რაულ ალბენტოსა აკლდა, რომელიც "დერბიში" გადავიდა.
მოიესი კონსერვატორიაო
პრიმერაში "ანოეტას" ბოლოს "ბარსელონა" ეწვია და დევიდ მოიესის გუნდთან შერცხვა. ახლა ბასკეთს გაცილებით მოკრძალებული "რაიო ვალეკანო" ეწვია. მიუხედავად ამისა, "ელვები" 3 ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ მადრიდში. შეხვედრის გმირი მანუჩოა, ანგოლელმა ფორვარდმა კუთხურს თავურით ზუსტი მიმართულება მისცა და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა. მაშინ, როცა "სოსიედადის" შოტლანდიელი თავკაცი მოიესი ძიებაშია, პაკო ხემესი "ელვებისგან" მაქსიმალურად შესაძლებელ შედეგს იმკობს. "მანჩესტერის" ექსთავკაცი ორი თვეა, რაც "რეალ სოსიედადშია", ესპანური პრესა კი მას უკვე აკრიტიკებს - საქმეს მეტისმეტად კონსერვატორული, მოძველებული სქემებით უდგებაო... მანუჩო ამ მატჩში "მარკას" რჩეულია - 8 ბალი.
ნეგრედომ არ იზეიმა
"მესტალიაზე" მატჩის 83-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ხოსე გაიამ თავბრუ დაახვია მოწინააღმდეგეს და ბურთი თავზე დაასვა ალვარო ნეგრედოს. ასე გაიტანა გამარჯვების გოლი "სიტიდან" "ვალენსიაში" განათხოვრებულმა ცენტრფორვარდმა - 3:2. ნეგრედომ გოლი არ იზეიმა, რადგან ადრე "ალმერიას" ფეხბურთელი იყო. სხვათა შორის, ნეგრედო მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ნუნუს გუნდს ანდალუსიური ბარიერის დაძლევა ძალიან გაუჭირდა, ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ორჯერვე ებრაელმა ტომერ ჰემედმა გაათანაბრა. "მარკას" რჩეული - დანი პარეხო (ვალენსია) - 8,5 ბალი.
წყალქვეშა ნავი დაფრინავს
"ვილიარეალი დაფრინავს", - ასე დაასათაურა "ბილბაოსთან" მატჩის რეპორტაჟი "მარკამ". "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მართლაც დიდებულ ფორმაშია, შაბათს მას "ბილბაო" ემსხვერპლა - 2:0. დენის ჩერიშევმა ჩინებული გოლი მას მერე გაიტანა, რაც პასი საკუთარი საჯარიმოდან მიიღო, მან მეკარე მოატყუა და ცარიელი კარი დალაშქრა. მეორე გოლი ბრუნო სორიანომ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. მარსელინიოს გუნდმა "ბილბაოს" კრიზისი კიდევ უფრო მწვავედ გამოაჩინა (მხოლოდ ერთი ქულა ბოლო 6 მატჩში). რუსი ჩერიშევი "მარკას" რჩეულია - 8,5 ბალი. ვინ დათარსა "სელტა"
ბარსელონაში კიდევ ერთი კრიზისში მყოფი კლუბი თამაშობდა - "სელტა". "ესპანიოლმა" გალისიური მეტოქე ბოლოსღა გატეხა - გამარჯვების გოლი ფელიპე კაისედომ 90-ე წუთზე გაიტანა, მან მეტოქის მცველებს დაასწრო და ვარდნაში დაარტყა - 1:0. შეგახსენებთ, რომ ეკვადორელმა ახლახან "ესპანიოლს" "ვალენსიასთან" მოაგებინა (დუბლი შეასრულა) და გუნდი სამეფო თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. სწორედ ის გახდა "მარკას" რჩეული 8 ბალით. "სელტას" სამარცხვინო სტატისტიკა აქვს - 1-ელ ნოემბერს ამ გუნდმა სტუმრად "ბარსელონას" მოუგო და თითქოს, დაითარსა - 9 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. ამასთან, 9 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა!
ექსტრა ბენზემა
მადრიდის "რეალის" სტუმრობამ "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" დიდი აჟიოტაჟი არ გამოიწვია და მადრიდის გარეუბნის სტადიონი ბოლომდე არ შეივსო. კარლო ანჩელოტის ბიჭები პირველ ტაიმშიც დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მათი შორეული დარტყმები სახიფათო იყო, მაგრამ "ხეტაფემ" გაძლო. 63-ე წუთზე ქარიმ ბენზემა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პირითი ხაზიდან კრიშტიანო რონალდოს დიდებული პასი გაუკეთა. ანგარიშიც გაიხსნა. შემდეგ ასისტენტის როლში ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი მოგვევლინა, მან ჯერ გარეთ ბეილს გაატანინა, მერე რონალდოს ჩააწოდა თავზე უნაკლოდ - 0:3. რონალდომ ამ დუბლით გოლების რაოდენობა 28-მდე აიყვანა. ბენზემა "მარკას" რჩეულია - 8,5 ბალი.
კარლო ანჩელოტი (რეალი): "გუნდი ნელ-ნელა საუკეთესო კონდიციას უბრუნდება. დღეს ბიჭების თამაში მომეწონა. პირველ ტაიმში ცოტა ტემპი გვაკლდა, თუმცა მეორეში ესეც გამოვასწორეთ. გადამწყვეტ მომენტში ბენზემამ რაღაც ექსტრაორდინარული გააკეთა. გოლები გუნდური თამაშის გამოვლინება იყო და ერთიორად მახარებს".
"ატლეტიკომ" იმარჯვა
"ვისენტე კალდერონზე" დიეგო სიმეონეს გუნდმა "გრანადა" დაამარცხა - 2:0, თუმცა მაინცდამაინც დამაჯერებლად ეს არ გაუკეთებია. პირველ ტაიმში ფერნანდო ტორესის ჩაწოდების შემდეგ დიეგო გოდინმა პენალტი მოინადირა, რომელიც გოლად მარიო მანჯუკიჩმა აქცია. დიახ, სიმეონემ გრიზმანი სკამზე დატოვა და სასტარტოში ერთბაშად ტორესიც ათამაშა და მანჯუკიჩიც. მატჩის მიწურულს არდა თურანმა საჯარიმოში ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა რაულ გარსიამ თავურით ანგარიშს წერტილი დაუსვა. სუპერმესი
ლიონელ მესიმ და "ბარსელონამ" "დეპორტივოს" შავი დღე აყარეს - ლა კორუნიაში 4:0 შეარცხვინეს. ლეომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, არგენტინელმა ნაირ-ნაირი გოლი გაიტანა გალისიელთა კარში. ბოლოს საბრალო მასპინძლები ისე დაიბნენ, რომ ბურთი საკუთარ კარში გაიტანეს. "ბარსა" "რეალს" საჩემპიონო რბოლაში მეტისმეტად წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევს. ლეომ ტურში საუკეთესო შეფასება მიიღო "მარკასგან" - 9 ბალი.ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
16 იანვარი
კორდობა-ეიბარი 1:1
გოლები: 1:0 ანდონე (1), 1:1 არუაბარენა (73)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - კამპაბადალი, პანტიჩი, კრესპო, ედიმარი - დეივიდი, როსი - ღილასი (63. აბელი), ფედე კარტაბია, ბებე - ანდონე (82. ბორხა გარსია)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ეკიზა (46. ანიაბარო), ნავასი, ლილიო - ერასტი, დ. გარსია - საულ ბერხონი, დელ მორალი (70. არუაბარენა), ლარა (91. ბორხა ფერნანდესი) - პიოვაკარი
გაფრთხილება: კამპაბადალი, დეივიდი, ედიმარი, კრესპო - ნავასი, ეკიზა, ლარა
გაძევება: კამპაბადალი (56), პიოვაკარი (58)
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-6 (5-1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 14 800
17 იანვარი
სოსიედადი-ვალეკანო 0:1
გოლი: 0:1 მანუჩო (80)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ელუსტონდო (78. გ. კასტრო), ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა (53. პარდო), გრანერო (84. ფინბოგასონი) - ველა, კანალესი, ჩაბი პრიეტო - აგირეჩე
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო (46. ქუინი), ზე კაშტრო, ბა, ინსუა - ბაენა, ტრაშორასი - აკინო (60. ა. მორენო), ბუენო (78. იოსაბედი), კაკუტა - მანუჩო
გაფრთხილება: - მანუჩო, ტრაშორასი, ქუინი, ბა
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11-12 (2-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 21 542
ვალენსია-ალმერია 3:2
გოლები: 1:0 პარეხო (11), 1:1 ჰემედი (13), 2:1 როდრიგო (28), 2:2 ჰემედი (33), 3:2 ნეგრედო (83)
ვალენსია (4-1-4-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი (44. კანსელო), მუსტაფი, ორბანი, გაია - ფუეგო (60. ნეგრედო) - როდრიგო, პრეხო, ანდრე გომეში (80. დე პაული), პერესი - პ. ალკასერი
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - ხ. ნავარო, ველესი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, თომასი (81. ფ. სორიანო) - მენდესი, კორონა (86. რომერა), ვ. სილვა (71. მ. დოს სანტოსი) - ჰემედი
გაფრთხილება: ორბანი, კანსელო - თომასი, დუბარბიერი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15-8 (8-2); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 37 500
ვილიარეალი-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ჩერიშევი (42), 2:0 ბრუნო (83-პენ)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (80. მ. გომესი), პინა, ბრუნო, ჩერიშევი - უჩე (68. ჯოვანი დოს სანტოსი), ვიეტო (82. ხ. მორენო)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო (67. იტურასპე) - სუსაეტა, უ. ლოპესი (77. ი. გომესი), ვიგერა (67. ვილიამსი) - ადურისი
გაფრთხილება: ბრუნო, ჩერიშევი - ეჩეიტა, სან ხოსე
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 19-11 (6-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 19 300
ესპანიოლი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 კაისედო (90)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, ფუენტესი - ლ. ვასკესი, კანიასი, აბრაამი, სევილია (70. მონტანიესი) - სტუანი (77. კაისედო), ს. გარსია (93. ვ. სანჩესი)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ა. ფერნანდესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი - კრონ-დელი (85. ს. გომესი), რადოია, პ. ერნანდესი- ორელიანა, ლარივეი, ნოლიტო
გაფრთხილება: არბილია, კანიასი, ა. გონსალესი - ფონტასი, ერნანდესი, ნოლიტო
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 9-23; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 15-3 (3-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 23 500
18 იანვარი
ხეტაფე-რეალი 0:3
გოლები: 0:1 რონალდო (63), 0:2 ბეილი (67), 0:3 რონალდო (79)
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ალექსისი, ნალდო, ველასკესი, ლაგო - ხ. როდრიგესი, დ. კასტრო - პედრო ლეონი (74. იოდა), სამირი (83. ფელიპი), სარაბია (56. ინესტროსა) - ა. ვასკესი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო (82. ნაჩო) - ისკო (78. ხედირა), კროოსი (82. ილიარამენდი), ჯ. როდრიგესი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: ველასკესი, ლაგო - კროოსი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-24 (0-9); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 11 500
ატლეტიკო-გრანადა 2:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (34-პენ), 2:0 რაულ გარსია (88)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა - არდა თურანი (91. რ. ხიმენესი), გაბი, მ. სუარესი, კოკე - ფ. ტორესი (59. გრიზმანი), მანჯუკიჩი (84. რაულ გარსია)
გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ა. სისოკო (63. ფულკიე) - იუსტე, იტურა - იბანიესი (78. საქსესი), პიტი, ლ. ბანგურა (75. ხუან კარლოსი) - ელ-არაბი
გაფრთხილება: გაბი, სუარესი, მანჯუკიჩი - ბანგურა, სისოკო, ნიომი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 12-5 (3-1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 42 00
დეპორტივო-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 მესი (11), 0:2 მესი (33), 0:3 მესი (57), 0:4 სიდნეი (83 ს.კ.)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, მედუნიანინი (79. ლ. პერესი) - კუენკა, ხ. დომინგესი, კავალეირო (46. ხ. როდრიგესი) - რიერა (63. ტოჩე)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (66. ბარტრა), ინიესტა (66. რაფინია) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (70. პედრო)
გაფრთხილება: რიერა, ტოჩე - ბარტრა, ალვეში
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 14-7; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7-14 (2-6); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 21 000
ელჩე-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 ჟონატასი (12)
ელჩე (4-4-1-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, პელეგრინი, სისმა - ვ. როდრიგესი (82. კორომინასი), პაშალიჩი (79. გალვესი), ადრიანი, ა. ნიგესი (66. ა. ხიმენესი) - ფაირი - ჟონატასი
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო - ი. ლოპესი, დ. ნავარო, ვინტრა, ხუანფრანი - კამარასა, სიმაო (79. ივანშიტცი) - მორალესი, ელ ჟარი (76. მარტინში), რუბენ გარსია (76. ჩუმეტრა) - ვ. კასადესუსი
შენიშვნა: ფაირმა (21) ვერ გაიტანა პენალტი, გარსიამ (72) ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: როკო, სუარესი, ადრიანი - ვინტრა, კამარასა, სიმაო
გაძევება: ნავარო (6)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-9 (6-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 15 500
სევილია-მალაგა 2:0
გოლები: 1:0 ბაკა (36), 2:0 სუარესი (68)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - ფიგეირაში, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო - იბორა, კრიხოვიაკი - დეულოფეუ (70. გამეირო), ბანეგა (60. დ. სუარესი), რეიესი - ბაკა (80. ბაკა)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, მ. ტორესი, ანტუნეში - დარდერი, რესიო - სამუელი (78. ლუის ალბერტო), დუდა (58. გერა), კასტილიეხო (58. ხუანმი) - ამრაბატი
გაფრთხილება: კრიხოვიაკი, რეიესი, იბორა, ბეტო - რესიო
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-12 (7-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 32 000
ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - ნეიმარი (ბარსელონა); 11 - კარლოს ბაკა (სევილია); 9 - გარეთ ბეილი (რეალი); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი).
მომდევნო ტური
24 იანვარი:
კორდობა-რეალი, ელჩე-ბარსელონა, ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, რეალ სოსიედადი-ეიბარი, ვილიარეალი-ლევანტე.
25 იანვარი:
დეპორტივო-გრანადა, ბილბაო-მალაგა, ესპანიოლი-ალმერია, ვალენსია-სევილია.
26 იანვარი:
ხეტაფე-სელტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
და იაგო როდრიგესი ხომ არ დაგვეწერა? :)
ხამესი ჯეიმსის დამახინჯებული ფორმაა, მაგრამ რადგან ესპანეთში ასე ეძახიან, ჩვენც ვუთითებთ.