გუშინ კვირის მატჩების ნაწილის მხოლოდ სტატისტიკა მოგაწოდეთ, ამ შეხვედრებზე მოკლედ დღეს მოგითხრობთ - "სევილიამ" "ოსასუნას" ძლევით საშინელი სერია დაასრულა.
გრეგორიო მანსანოს გუნდს ამ თამაშამდე 5-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა. ახალი წელი კი კარგად დაიწყო ანდალუსიელთათვის - "სანჩეს პისხუანზე" ნავარელთა დასამარცხებლად "სევილიას" ფრედერიკ კანუტეს ერთადერთი გოლი ეყო, რომელიც მალელმა თავდამსხმელმა პირველ ტაიმში გაიტანა. ეს მოგება რომ არა, ალბათ "სევილია" პირველი ესპანური კლუბი გახდებოდა ახალ სეზონში, რომელიც ორჯერ შეიცვლიდა მთავარ მწვრთნელს.
"სევილიამ" თავიდანვე ისე შეუტია "ოსასუნას", რომ ძნელი გამოსაცნობი არ იყო - ნავარელებს კარგი
ლიდერთა ჯგუფის და უშუალო კონკურენტების მატჩი "მესტალიაზე" მცირე სკანდალითაც დასრულდა - რიცხვმცირე "ვალენსიამ" ბოლო წუთზე შეძლო "ესპანიოლის" დამარცხება - 2:1, მაგრამ სწორედ ეს გამარჯვების გოლი გახდა განსჯის საბაბი. თამაში მართლაც კარგი სანახავი გამოდგა. უნაი ემერიმ კარში ახალგაზრდა გუაიტა ჩააყენა. როგორც ჩანს, მან ერთხელ და სამუდამოდ გააკეთა აქცენტი ამ მეკარეზე, სხვათა შორის, გუაიტამ კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად. ეს ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, უშუალო კონკურენტთა ჯახი კი ყოველთვის საინტერესო სანახავია. ანგარიში არიც ადურისმა გახსნა, რომლისთვისაც ეს მე-7 გოლია სეზონში, მაგრამ "ესპანიოლმა" გაათანაბრა - გოლის ავტორი ისევ ვალენსიელია, პორტუგალიელი რიკარდო კოშტა, რომელმაც გუაიტა სახტად დატოვა. მეორე ტაიმში ადურისი უცნაურ სიტუაციაში გააძევეს, ხუან მატამ კი მსაჯის დამატებულ დროში გაიტანა "6-ქულიანი" გოლი.
ადურისს მსაჯმა მეტოქე ჩიკასთვის დარტყმა დააბრალა, მაგრამ გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელთა შორის კონტაქტი მინიმალური იყო და მას დარტყმას ვერ დავარქმევთ. გამარჯვების გოლი რიკარდო კოშტას თავურ პასს მოჰყვა, მატამ აშკარა ოფსაიდიდან გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ეს ვერ დაინახა. ასე დაწინაურდა "ლოს ჩე" "ლოს პერიკიტოსთან" ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.
მეორე დღეს, ანუ გუშინ "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეიტყო, რომ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ის 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, მაგრამ მისი გუნდი ტურში ყველაზე ბოლოს ჩაერთო საქმეში.
"ვილიარეალის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ბრაზილიელი ნილმარის ოპერაციამ მუხლზე წარმატებით ჩაიარა და ბომბარდირი მხოლოდ 6 კვირას გამოტოვებს ლა ლიგაში.
"ატლეტიკოს" მწვრთნელ კიკე ფლორესს კი ცუდი ამბავი აცნობეს, დიეგო ფორლანს არ შეეძლო "რასინგის" წინააღმდეგ თამაში. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის არყოფნა ერთობ დაეტყო "ატლეტიკოს".
"ვისენტე კალდერონის" პუბლიკა სტადიონს უკმაყოფილო ტოვებდა, "ატლეტიკომ" ვერ შეძლო ერთ-ერთი აუტსაიდერის დამარცხება - 0:0. თამაშიც ძალზე მშვიდი და უფერული გამოდგა. საგოლე მომენტებს ერთი ხელის თითებზე დაითვლიდით, მოკლედ "ატლეტიკო" "ნაბახუსევზე" ვერ გამოვიდა ხეირიანად. ყველაზე კარგი მომენტი სერხიო აგუეროს ჰქონდა, მაგრამ მან ვერ გამოიყენა ფრან მერიდას შესანიშნავი პასი და კანტაბრიელთა გოლკიპერ ტონიოს ვერ აჯობა.
მე-80 წუთზე "რასინგს" თამაშის მოგებაც შეეძლო - მარკუს როზენბერგის დარტყმულს დავიდ დე ხეა ბოლოწამს შეეხო და კუთხურზე მოიგერია ბურთი. მადრიდელები მეექვსე ადგილზე დარჩნენ.
"ელ მადრიგალზე" "ვილიარეალს" პრობლემა არ შექმნია - "ალმერია" 2:0 დაამარცხა. გუნდს არ დასტყობია, რომ მთავარი მეგოლისა და გამოცდილი ნახევარმცველის (მარკოს სენა) გარეშე თამაშობდა. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მთავარი გამწევი ძალის როლი ბორხა ვალერომ ითავა, რომელიც შარშან ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელად დაასახელეს (მაშინ "მალიორკაში" თამაშობდა). პირველი გოლი ასე გავიდა:
ბორხა ვალეროს საჯარიმო ჩაწოდება მის თანაგუნდელ მცველ ხოსე კატალას მიუვიდა, რომლის თავურიც აუღებელი გამოდგა დიეგო ალვეშისთვის. ბრაზილიელი გოლკიპერი პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ კატალამ ბურთი ტყვიასავით გაისროლა.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ანდალუსიელთა კარში მეორე გოლიც გავიდა, ვალერომ საჯარიმო ახლა პირდაპირ კარში დაარტყა და ხუან კარლოს გარიდოს გუნდს სამი ქულა დაუბევა. "ვილიარეალმა" ეს მოგება ძალების მაქსიმალური დაზოგვით, ფაქტობრივად, ოფლისდაუღვრელად მოიპოვა. "ვილიარეალი" შესანიშნავ ფორმაშია და მე-3 ადგილსაც სავსებით იმსახურებს.
"მალიორკამ" "ერკულესს" ბრდღვნა ადინა - 3:0. არც ერთ კლუბს არ ულხინს, თუკი ბალეარელებს ფინანსური პრობლემები აქვთ, რის გამოც მათ წლეულს ევროსაგზურიც კი დაკარგეს, ალიკანტეელთა რიგებში შინააშლილობაა, რაც ასევე ფინანსებთან მიდის. გუნდს როისტონ დრენტე აუჯანყდა და სანამ პატიოსნად არ გადაუხდიან ჯამაგირს, ვარჯიშს (არათუ თამაშს) არ აპირებს. დრენტესთვის სხვებს არ მიუბაძავთ, მაგრამ გუშინ იმ გუნდის ლანდიც არ იყო მოედანზე, რომელმაც "ბარსას" "კამპ ნოუზე" მწარე მარცხი აგემა. აქამდე "მალიორკას" სამი თამაში არ გაემარჯვნა, ახლა კი ანგარიში ემილიო ნსუემ გახსნა, "ერკულესის" რბევა ვიქტორ კასადესუსმა გააგრძელა და პერეირამ დაასრულა (რომელმაც მანამდე თავი საგოლე პასით გამოიჩინა). მიქაელ ლაუდრუპმა წელიწადი შესანიშნავი მოგებით დაიწყო.
გუშინდლამდე "სარაგოსა" ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, არაგონული გუნდი ერთადერთი იყო, რომელსაც სეზონში ერთზე მეტად არ მოეგო, გუშინ "სარაგოსამ" "რეალ სოსიედადი" ბოლო წუთზე დაამარცხა - 2:1. "ლა რომალედაზე" 3 ქულის მომტანი გოლი ბრაულიომ მიითვალა. "სარაგოსამ" ფლორან სინამა-პონგოლეს გოლით გახსნა ანგარიში, მაგრამ ჩაბი პრიეტომ ულამაზესი გოლით უპასუხა. პრიეტო შესანიშნავ ფორმაშია და ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ასე მოიგო ხავიერ აგირემ პირველი მატჩი "სარაგოსას" თავკაცის მანტიაში.
"ალფონსო პერეს კოლისეუმზე" მცირე მადრიდული დერბი ვიხილეთ. თამაშის წინ ჟოზე მოურინიო ცუდ გუნება-განწყობაზე იყო, მას შეატყობინეს, რომ გონსალო იგუაინი სეზონის ბოლომდე დაკარგა, რადგან არგენტინელ ფორვარდს ზურგის ოპერაცია ესაჭიროება.
"ძალიან სამწუხაროა, რადგან გონსალო ფანტასტიკურად თამაშობდა და ჩვენ ახლა მის გარეშე მოგვიწევს სეზონის ჩამთავრება. ჩვენ 6 თქვე არ გვყავდა კაკა და ჩამოვაყალიბეთ გუნდი მის გარეშე, ახლა იგივეს გაკეთება მოგვიწევს იგუაინის გარეშე", - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ.
ამ თამაშში კაკას გამოჩენას ელოდნენ და ის 75-ე წუთზე გამოჩნდა კიდეც, როცა ქარიმ ბენზემა შეცვალა, თუმცა მანამდე მოედანზე ბევრი რამ მოხდა. მე-13 წუთზე "ხეტაფეს" კარში დანიშნული პენალტი კრიშტიანო რონალდომ გოლად აქცია და "რეალიც" დააწინაურა და თავად ერთპიროვნული ლიდერი გახდა ბომბარდირთა დავაში (მესის არ უთამაშია და 17 გოლი დარჩა). მე-19 წუთზე მესუთ იოზილმა დი მარიას პასით შეაგდო, ამ ეპიზოდში გერმანელმა ნამდვილი ცენტრფორვარდივით იმოქმედა მეტოქის საჯარიმოში. თითქოსდა ყველაფერი გაირკვა, მაგრამ დერბი რისი დერბია, მიჩელის "ხეტაფემაც" გაიბრძოლა. 28-ე წუთზე პარეხომ ერთბაშად 4 რეალელს აუარა გვერდი და შესანიშნავი გოლიც გაიტანა.
57-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ სეზონში მე-5 დუბლი შეასრულა, ბენზემამ დროულად მიაწოდა პასი საჯარიმოში შეჭრილ პორტუგალიელს და მანაც 2-ბურთიანი სხვაობა აღადგინა. ჟოზეს გუნდში მონასტერი 81-ე წუთზე აირია, როცა ალვარო არბელოა გააძევეს, "ხეტაფემ" მალევე გაიტანა - 85-ე წუთზე ალბინმა იკერ კასილიასს აჯობა - 2:3. მეტზე "ხეტაფეს" ძალები აღარ ეყო.
ჟოზე მოურინიოს გუნდმა კვლავ 2 ქულამდე დაიყვანა "ბარსელონასთან" ჩამორჩენა - ორი გრანდის ბრძოლა ჩემპიონობისთვის კვლავ გრძელდება. კრიშტიანო რონალდოს უკვე 19 გოლი აქვს გატანილი (17 მატჩში).
მომდევნო ტური
8 იანვარი: მალაგა-ბილბაო, რეალ სოსიედადი-სევილია, დეპორტივო-ბარსელონა; 9 იანვარი: ესპანიოლი-სარაგოსა, მალიორკა-ალმერია, ოსასუნა-ხეტაფე, რასინგი-სპორტინგი, რეალი-ვილიარეალი, ლევანტე-ვალენსია; 10 იანვარი: ერკულესი-ატლეტიკო.
ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური
ვილიარეალი-ალმერია 2:0
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, კატალა, კაპდევილა - კანი, ბ. ვალერო, ბრუნო, კასორლა (70. მატილია) - მ. რუბენი (78. მონტერო), როსი (82. ალტიდორი).
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მასედო, სილვა, კ. გარსია, ხუანმა ორტისი - მბამი, ბერნარდელო - პიატი (84. ხოსე ორტისი), კორონა (61. ულოა), კრუსატი (73. გოიტომი) - უჩე.
გოლები: 1:0 კატალა (22), 2:0 ბ. ვალერო (58)
გაფრთხილება: მ. რუბენი - დ. ალვეში, კ. გარსია, ბერნარდელო, ხუანმა ორტისი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-11 (10-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 19 000
სარაგოსა-რეალ სოსიედადი 2:1
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, პარედესი - პონსიო (59. ლაფიტა), გაბი - ხ. ლოპესი (66. მ. პერესი), ანდერი, ბერტოლო (86. ბრაულიო) - სინამა-პონგოლე.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, ბერგარა - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა (81. არანბურუ), გრიზმანი - ხ. ლორენტე (62. ტამუდო).
გოლები: 1:0 სინამა-პონგოლე (10), 1:1 ჩ. პრიეტო (33), 2:1 ბრაულიო (90)
გაფრთხილება: პარედესი, პონსიო, გაბი - გრიზმანი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 24-8 (9-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 22 000
ატლეტიკო-რასინგი 0:0
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი, ფ. ლუიში - რ. გარსია (56. კოკე), ასუნსაო, ტიაგო (21. ვალერა), ფ. მერიდა - დ. კოშტა, აგუერო.
რასინგი (4-4-2): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კენედი (73. ი. ბოლადო), დიოპი, კოლსა, ადრიანი - როზენბერგი (83. ლასენი), მუნიტისი (89. სერანო).
გაფრთხილება: პერეა, რ. გარსია - კოლსა
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 13-9 (5-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 35 000
მალიორკა-ერკულესი 3:0
მალიორკა (4-4-2): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რემისი, კევინი - ნსუე, მარტი, დე გუზმანი (77. კასტრო), პერეირა - ვებო, ვიქტორი (67. ხ. ვიქტორი).
ერკულესი (5-4-1): კალატაიუდი - კორტესი, პასი (46. როდრიგესი), პამარო, პულჰაკი, ფრიტცლერი (55. კრისტიანი) - ნ. ვალდესი, აგილარი, კიკო, სენდოა (62. პორტილიო) - ტრეზეგე.
გოლები: 1:0 ნსუე (37), 2:0 ვიქტორი (40), 3:0 პერეირა (50)
გაფრთხილება: ხ. ვიქტორი - ფრიტცლერი, ნ. ვალდესი, აგილარი, სენდოა
კუთხური: 4-12; ჯარიმა: 7-7; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20-11 (10-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 10 500
ხეტაფე-რეალი 2:3
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი, კატა დიასი, რაფა, მანე - ბოატენგი, პარეხო - პ. რიოსი (47. ალბინი), მანუ (76. მოსკერა), გავილანი (66. კასკერო) - მიკუ.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, ს. რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, ლ. დიარა (46. ხედირა) - დი მარია, იოზილი (85. გარაი), რონალდო - ბენზემა (75. კაკა).
გოლები: 0:1 რონალდო (11-პენ), 0:2 იოზილი (19), 1:2 პარეხო (28), 1:3 რონალდო (57), 2:3 ალბინი (85)
გაფრთხილება: პარეხო, ბოატენგი, კატა დიასი, მიკუ, მოსკერა - ლ. დიარა, არბელოა, ხედირა, დი მარია
გაძევებაL: არბელოა (82)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12-15 (5-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 17 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 17 15 1 1 53-10 46
2. რეალი 17 14 2 1 42-14 44
3. ვილიარეალი 17 11 3 3 32-14 36
4. ვალენსია 17 9 4 4 26-20 31
5. ესპანიოლი 17 9 1 7 19-24 28
6. ატლეტიკო 17 8 3 6 27-19 27
7. ხეტაფე 17 8 2 7 28-25 26
8. ბილბაო 17 8 1 8 26-29 25
9. მალიორკა 17 7 3 7 19-20 24
10. სევილია 17 7 2 8 22-27 23
11. სოსიედადი 17 7 1 9 23-28 22
12. დეპორტივო 17 5 6 6 15-20 21
13. ერკულესი 17 5 4 8 18-25 19
14. რასინგი 17 5 4 8 13-23 19
15. ოსასუნა 17 4 5 8 15-21 17
16. მალაგა 17 5 1 11 22-36 16
17. ლევანტე 17 4 3 10 19-28 15
18. სარაგოსა 17 2 7 8 16-28 13
19. ალმერია 17 2 7 8 15-27 13
20. სპორტინგი 17 2 6 9 14-26 12
ბომბარდირები: 19 - რონალდო (რეალი); 17 - მესი (ბარსელონა); 11 - ფ. ლორენტე (ბილბაო), ვილია (ბარსელონა); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - როსი (ვილიარეალი); 8 - პედრო (ბარსელონა), ტრეზეგე (ერკულესი); 7 - კაისედო (ლევანტე), აგუერო (ატლეტიკო), იგუაინი (რეალი), ადურისი (ვალენსია).
სეგუნდადივიზიონი. XVIII ტური
სალამანკა-ხერესი 2:3
გოლები: 0:1 კორდერო (11), 1:1 მარკესი (60), 2:1 პერიკო (65), 2:2 სიტო (68 ს.კ.), 2:3 დიასი (79)
გაძევება: რედონდო (71. ხერესი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 18 13 3 2 42-16 42
2. სელტა 18 10 6 2 32-17 36
3. ვალეკანო 18 10 4 4 29-19 34
4. ხერესი 18 9 3 6 30-26 30
5. კარტახენა 18 8 5 5 28-22 29
6. ბარსელონა 18 7 7 4 28-26 28
7. გრანადა 17 7 5 5 31-20 26
8. ელჩე 18 6 8 4 17-16 26
9. ვილიარეალი 18 7 4 7 22-28 25
10. ნუმანსია 18 7 3 8 25-22 24
11. სალამანკა 18 7 3 8 21-23 24
12. ვალიადოლიდი 18 6 5 7 26-26 23
13. ლას პალმასი 18 5 7 6 29-34 22
14. უესკა 18 4 9 5 13-17 21
15. კორდობა 18 4 8 6 22-24 20
16. ალბასეტე 18 4 8 6 16-19 20
17. ხირონა 18 4 7 7 23-25 19
18. უელვა 18 3 10 5 16-19 19
19. ალკორკონი 18 5 3 10 20-27 18
20. პონფერადინა 18 3 6 9 13-33 15
21. ტენერიფე 17 3 5 9 14-28 14
22. ხიმნასტიკი 18 2 7 9 13-23 13
ბომბარდირები: 14 - ა. გეიხო (გრანადა); 12 - ქუინი (ალკორკონი), რ. კასტრო (ბეტისი); 10 - ხ. გუერა (ვალიადოლიდი), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო), ემანა (ბეტისი), ტოჩე (კარტახენა); 9 - დ. როდრიგესი (სელტა); 8 - ხოსე მარი (ხერესი).
.