"რეალის" პრეზიდენტი ზინედინ ზიდანს გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელად მოიაზრებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ აპირებს კლუბის სარეზერვო გუნდის, "კასტილიის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან განშორებას. ამის შესახებ Marca წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელი ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მომავალში "რეალის" მთავარ მწვრთნელად მოიაზრებს. ამჟამად კი პერესს სურს, რომ ზიდანი მუდმივად გვერდით ჰყავდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზიდანი ესპანური გრანდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა; მანამდე კი, როდესაც გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, სპორტული დირექტორი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული