მოურინიო ყოველთვის მხარს მიჭერდა

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ, რომელიც შესაძლოა გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდეს, მას შემდეგ რაც გამოირკვა, რომ გონსალო იგუაინი ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე იუქმებს, AS-თან ინტერვიუში "სამეფო კლუბის" თავკაც ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

- როცა მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდა, აგიხსნათ რას მოითხოვდა თქვენგან?
- მან ფსიქოლოგიაზე მუშაობა დამაწყებინა. და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამ მაჩვენებლით წინსვლა აშკარაა. "რეალში" გადასვლის შემდეგ აღმასვლის პერიოდიც მქონდა და დაცემისაც, მაგრამ აქ თამაშს ვაგრძელებ. მოურინიომ ბევრი რამ მასწავლა.

- ის მკაცრად გეპყრობოდათ.
-დიახ, მაგრამ საქმისათვის. ბავშვობიდან
მოყოლებული ჩემი ყველა მწვრთნელი ასეთი იყო, ამიტომაც მივაღწიე გარკვეულ დონეს. მოურინიო ძალიან კარგი სპეციალისტია და ყოველთვის მხარს მიჭერდა.

- გრძნობდით, რომ აღმზრდელობით სამუშაოს გიტარებდნენ?
- იცით, აქ არაფერია პირადული. ვიცი, როდის ვთამაშობ კარგად და როდის ცუდად. და თუ ადრე მოედანზე უფრო იშვიათად გავდიოდი, იმიტომ რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად მთელ ძალისხმევას არ ვიყენებდი. ახლა კი ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული