"ატლეტიკო"-"ბარსელონას" გამოხმაურება: პროფესიონალები და სულელები

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი შანსია, ესპანეთის სამეფო თასზე ასეთი დრამატული თამაში ამ სეზონში აღარც იყოს - ოთხშაბათს მადრიდის "ატლეტიკომ" გაიბრძოლა, მაგრამ "ბარსელონასთან" და არბიტრის შეცდომებთან ვერას გახდა - 2:3 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (2:4) გამოეთიშა თასისთვის ბრძოლას.

რა აღარ მოხდა ამ მატჩში, მაგრამ კულმინაცია მაინც არდა თურანის საქციელი იყო, რომელმაც ბუცი გაიძრო და ლაინსმენს გაუქანა. ეს ამბავი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როცა მთელი ქარტეხილი ჩავლილი იყო, "ბარსა" 3:2-ს იგებდა და "ატლეტიკო" 10 კაცით იყო. მოკლედ, თამაშის გადარჩენის შანსიც აღარ რჩებოდა.

დანი ალვეშთან
ორთაბრძოლაში თურქ ნახევარმცველს ბუცი გასძვრა. არდა ჯარიმას ითხოვდა და ამას რომ ვერ მიაღწია, ფეხსაცმელი ლაინსმენს დაუმიზნა... მთავარ მსაჯს ეს ამბავი "გამორჩა" და არც პროტოკოლში დაუფიქსირებია.

მოკლედ, ხესუს ხილ მანსანომ საძაგლად იმსაჯა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როცა ალბას მიერ ხელით თამაში ვერ შეამჩნია, პენალტი არ დანიშნა და არ გააძევა "ბარსას" მცველი. არადა, იმ კონტრშეტევით "ბარსელონამ", ალბათ, გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გაბის გაძევების შემდეგაც გვქონდა შანსი ორთაბრძოლის მოგების. გაბის სურდა, აეხსნა მსაჯისთვის, რომ ის ცდებოდა, პენალტი დასანიშნი იყო და "ბარსელონას" ფეხბურთელი გასაძევებელი. კაპიტანს ამის უფლება აქვს, თუმცა... ის გააძევეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩემთვის თამაში დასრულდა. საერთო ჯამში, საოცარი, მეტად რთული თამაში იყო, ბიჭების თამაშით კი ვამაყობ, ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მინდვრის საფარი საშინელი იყო, მაგრამ მაინც დიდებულად ვითამაშეთ. მგონი, უკვე გავხდით ასეთ მოედნებზე თამაშის სპეციალისტები. ბურთი ისე დახტოდა, როგორც კურდღელი ტყეში. ნეიმარმა დიდებულად ითამაშა, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებზე განსაკუთრებული განწყობით თამაშობს. როცა ვითარება დაიძაბა მოედანზე, ნეიმარი უკან გამოვიხმე. პროფესიონალებმა სისულელეები არ უნდა ჩაიდინონ".

* * *
ერთი ინციდენტი თამაშამდეც მოხდა - "ატლეტიკოს" არგენტინელი მცველი კრისტიან ანსალდი, რომელიც "ზენიტიდან" იჯარით თამაშობს, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

28 წლის ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდა და სტადიონზე რიგითი მაყურებელივით შედიოდა, როცა ის პოლიციამ გააჩერა. ანსალდის თან არ ჰქონდა რაიმე დოკუმენტი, კამათისას კი მან პოლიციელს ხელი მოაყოლა მანქანის კარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კურიოზი: არბიტრმა "ბარსელონას" მცველი "დააგდო" [VIDEO]

ხუანფრანმა ნეიმარს მატჩის დროს "ჯოჯოხეთი" შეახსენა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 17 /
ისე შეეძლო ერთი კომენტარი მაინც დაეტოვებინა მადრიდისტა ჟრნალისტს
მანუჩარი
30 იანვარი 2015 18:57
0
არისტოკრატები VŞ ჩაკუჩები
Kaxa
30 იანვარი 2015 18:38
0
ატლეტიკო პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ამაზე მეტს ვერ გაქაჩავს. როცა დღევანდელ რეალს და ბარსელონას ტოლსწორად ეთამაშები ეს მწვრთნელის დამსახურებაა და რანაირადაც შეუძლია იმ ტაქტიკით ეთამაშება, თორემ სიმეონეს რომ ჩააბარო რეალი და ბარსა რომელიმე, არავინ იცის რანაირ შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში მსაჯმა იმდენი შეცდომა დაუშვა ბარსას წინააღმდეგ მეორე ტაიმისთვის არც მიყურებია. უბრალოდ კლასში რომ შესამჩნევი სხვაობაა ამას რა მტკიცება უნდა, ატლეტიკოს ჭირდებოდა გოლი 5წუთში გაიტანა, მაგრამ 5წუთშივე კლასის ხარჯზე ბარსელონამ გაუტანა, მერე მსაჯმა პენალტი აჩუქა და ისიც ვერ შეინარჩუნა და მერე რა მოხდა ეს უკვე სხვა საქმეა, როცა სპორტულად ვერ აკეთებ შედეგს მერე ნერვები ერევა და შედეგიც ანალოგიურია ხოლმე. ისე სირცხვილია ასეთ თამაშზე ასეთი დაბალი დონის მსაჯობა.
simartle
30 იანვარი 2015 18:08
0
მანუჩარ იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ ჟურნალისტი არ უნდა ჭორაობდეს. მისი საქმე ფაქტების მიუკერძოებლად გადმოცემა და შესაძლებლობის ფარგლებში, ამავე ფაქტების ობიექტური გაანალიზება უნდა იყოს! რას ვიზამთ, ხდება ხანდახან "ჩეპეები".. ;)
ნეიმარის გამკვირვებია ისე, როცა ხუანფრანმა გერმანია შეახსენა, ამდგარიყო ბრაზილიელი ბიჭი და წვეროსანი ესპანელისთვის "მფრინავი ჰოლანდიელები" გაეხსენებინა(1–5)... ლამაზიც იქნებოდა და სიტყვაშიც მოუჯოკრავდა... :)))
ლევანი
30 იანვარი 2015 16:11
0
ეგ სხვა თემაა ლევან არავინ დაობს რო ატლეტიკომ საოცარი სეზონი ჩაატარა შარშან მაგრამ წელს უკვე ვეგარ ქაჩავენ და გრესიულად იქცევიან სტადიონზე, ხუაფრანმა ნეიმარს გარმანიასთან თამაშზე დასცინა რომელშიცე ნეყმარს მონაწილეობა არ მიუღია ხიმენესმა 3-1 მოგებულ თამაშში ნეიმარს სისხლი ადინა კოჭიდან სიმეონე როგორი ფეხბურთელიც იყო ესეთ ფეხურთს თამაშობს ატლეტიკო ვის მოწონს ვის არა უბრალოდ როცა ჟურნალისტი ხარ ობიექტურობა არ უნდა დაკარგო. წისქვილში გაგონილი ჭორი არ უნდა დაწერო შენ თვითონვე უნდა მოიპოვო ინფორმაცია. მოკლედ ჟურნალისტი ობიექტური უნდა იყოს და არ უნდა ჭორაობდეს :)
მანუჩარი
30 იანვარი 2015 15:33
0
სრულად მისაღებია თქვენი აღშფოთება მეგობრებო, სტატიის ავტორის "ობიექტურობის" გამო, მაგრამ მთლად ასეც ნუ გასწირავთ "ინდიელებს" და მჩეხავების და კილერების ბანდას ნუ შეადარებთ.
თანამედროვე ფეხბურთში, როცა ფულიანმა ურჩხულებმა წალეკეს მთელი საფეხბურთო დუნია, "ათლეტები" თავის გიჟმაჟი მწვრთნელით და საშუალო კლასის(რამდენიმე ექსტრა კლასისაა, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა) მობურთალებით, ნათელი მაგალითი არიან იმისა, რომ მთლად ფულიც ვერ წყვეტს ყველაფერს. თურმე თურანებით და მირანდებითაც შესაძლებელია ტიტულების მოხვეჭა ტირანოზავრებთან ჭიდილში, თუ სწორად განუსაზღვრავ ამ საშუალო დონის ფეხბურთელებს ფუნქციას და ჩაუნერგავ მებრძოლ სულს.
ასე რომ, "როხიბლანკო" ასე გადასათელიც არაა!
ლევანი
30 იანვარი 2015 12:59
0
ამ სტატიის ავტორს ჟურნალისტი ქვია??? ამ ე.წ ჟურნალისტმა ჯერ ანგარიში ნახა ლაივსკორზე და მერე რომელიღაცა ბარსელონაზე გამწარებული დემაგოგი მოუყვა შინაარს.
Zaza
30 იანვარი 2015 12:36
0
ბავარიას გულშემატკივარი

მსაჯმა პენალი არ დანიშნა და გააბათილა ტყუილად დანიშნული, სიმეონე უკვე ფანტაზიაში გადავიდა, ჰგონია რომ სულ მართალია და ატლეტიკოზე უკეთესი გუნდი არ არსებობს, შარშანდელი ატლეტიკო ბევრად უკეთესი იყო, წელს ხარისხი მოაკლდა და კლასის ნაკლებობას უხეშობით ავსებენ, რეალი დიდად მეხატება გულზე მაგრამ მათ დაპირისპირებაში რეალს ვგულშემატკივრობდი, რადგან სიმეონე უკვე ფეხბურთს ამახინჯებს, ატლეტიკო როცა თამაშობს მსაჯმა ზუსტად რომ დაიცვას წესები მინიმუმ 2 ატლეტიკოს მოთამაშე უნდა გააძევოს, რასაც მატერაცი აკეთებდა იგივეს აკეთებს მთლიანი ატლეტიკო, ეს უკვე ფეხბურთი აღარაა...
gio
30 იანვარი 2015 12:28
0
11 ქილერი გამოყავს სიმეონეს მოედანზე
მანუჩარი
30 იანვარი 2015 12:05
0
ეს ისეთივე ჟურნალისტია, როგორც თურანი მართლმადიდებელი.:) ატლეტიკოს ფეხბურთელები ტავიდანვე დაგეშილი იქვნენ უხეშობაზე და მსაჯის პროვოცირებაზე. ეს კი სიმიონეს ტაქტიკაა, ასეთივე ტაქტიკა ქონდა მაურინიოს, ამიტომ მძულს ერთიც და მეორეც, ფეხბურთი ომი არ არის, რომ ნებისმიერ ფასად შეიძლებოდეს მოგება. ხოლო ასეთი გუნდის გუილშემატკივრებს, სულ ცოტა არ უნდა ეამაყებოდეთ ბუცის სროლა და მესის ფეხებზე ნადირობა. შეცდომა იყო ერთი პენალის დანიშვნა და შეცდომა იყო მეორე პენალტის არ დანიშვა ასე რომ ეს შეცდომა გაბათილდა, ხოლო სხვა დანარჩენ ასპექტებში ხმა ამოსარები არ გაქვთ პატივცემულო "ობიექტივო" :)
Martin Edeni
30 იანვარი 2015 11:29
0

სიახლეები პოპულარული