კაკა: ესპანეთში კარგად არ მიცნობენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ განაცხადა, რომ 6-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ მოედანზე დაბრუნების გამო ბედნიერია და თამაშისგან უდიდესი სიამოვნება მიიღო. კაკამ ესპანეთის ჩემპიონატში, "ხეტაფესთან" მატჩში ქარიმ ბენზემა შეცვალა და ბოლო 15 წუთი მინდორზე გაატარა.

- როდესაც "თამაშგარეთ" ხარ და ხედავ, შენი მეგობრები როგორ ვარჯიშობენ, თამაშობენ, ვერ ისვენებ, - განუცხადა Marca-ს კაკამ. - ძალიან მინდოდა თამაშისგან სიამოვნების მიღება.

შესაბამისად, საოცარი განცდაა, როდესაც რთული პერიოდის შემდეგ მოედანზე ბრუნდები.

ვეთანხმები მოურინიოს იმაში, რომ ჩემი ნამდვილი შესაძლებლობები ესპანეთში ჯერ კიდევ არ უნახავთ. ეს ჩემთვის გამოწვევაა.
მსურს, რაც შეიძლება კარგად ვითამაშო და ტრავმებს გადავრჩე. "რეალში" ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ეს კარგია. მე მზად ვარ, ძირითადში ადგილისთვის ვიბრძოლო".

შეგახსენებთ, რომ კაკას ტრავმის გამო ამ სეზონში "რეალში" არ უთამაშია.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული