44 წლის არგენტინელ სპეციალისტს სასიამოვნო პერიოდი აქვს გატარებული "ინტერში" 1997-99 წლებში.
როგორც მისი ვაჟი, ჯოვანი სიმეონე ამხელს, მამამისს კვლავ აქვს ძლიერი გრძნობები ამ იტალიური კლუბის მიმართ.
"მამაჩემი შეიძლება დაბრუნდეს იტალიაში, "ინტერში". ეს კლუბი მის გულშია და ძალიან უყვარს. "ატლეტიკოში" კარიერის დასრულების შემდეგ ის, ალბათ, სწორედ მილანურ გუნდს დაუბრუნდება.
ამჟამად ის "ატლეტიკოში" ბედნიერია, თუმცა ყოფილი კლუბის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები აქვს", - განუცხადა ჯოვანი სიმეონემ "La Gazzetta dello
შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე "ატლეტიკოში" 2011 წლიდან მუშაობს. მოიგო ევროპის ლიგა 2011-12 წლებში, კოპა დელ რეი 2012-13 წლებში. ასევე, გასულ სეზონში დაეუფლა ესპანეთისა და უეფას სუპერთასებს.