ბოლოადგილოსან "ელჩეს" გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებოდა.
მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე დამიან სუარესმა გახსნა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.
მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე "რაიო ვალეკანო" კაცნაკლული დარჩა, რაც კარგად გამოიყენეს მასპინძლებმა და სხვაობა ორამდე გაზარდეს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXII ტური
9 თებერვალი
ელჩე-ვალეკანო 2:0
გოლები: 1:0 სუარესი (21), 2:0 გ. როდრიგესი (82)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, ალბაკარი -
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო, ზე კაშტრო, ამაია (78. იოსაბედი), ინსუა - ბაენა, ტრაშორასი - აკინო (46. ა. მორენო), ბუენო (70. მანუჩო), კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო
გაფრთხილება: ალბაკარი, ფაირი - ბუენო, ლეო ბაპტიშტაო, ბაენა, იოსაბედი
გაძევება: ბაენა (76)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 21-21; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 18-11 (5-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 14 000
ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - კარლოს ბაკა (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი).