"ბარსელონას" დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ იანვარში გუნდი შეიძლება გაბრიელ მილიტომ დატოვოს. "ჯერ ჩვენ ამის შესახებ არ გვისაუბრია, სუბისარეტამ კი ამიხსნა სიტუაცია გაბის შესახებ - მას თამაში სწყურია. მილიტომ იცის ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ამიტომ არჩევანის უფლება თავად მას აქვს. მე მას ხელს არ შევუშლი", - განაცხადა პეპმა "ბარსელონას" ოფიციალურ საიტთან საუბარში.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ არგენტინელი ცენტრალური მცველი იჯარით იტალიაში გადავა, კერძოდ კი "ჯენოაში", სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე თამაშობს.
"ამ კლუბში გადაწყვეტილებების დიდ ნაწილს ხელმძღვანელობა იღებს, ნაწილს
- მე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გაბის თავად შეუძლია განსაზღვროს თავისი მომავალი. მე მესმის მისი ძალიან კარგად, ფეხბურთელი ვიყავი და არ მეშლება იმის გამოცნობა, რას გრძნობს ფეხბურთელი, როცა კლუბს ადრინდელთან შედარებით ნაკლებად სჭირდება."
.