უცნობებმა "კორდობას" სავარჯიშო მოედნები ქიმიკატებით გაანადგურეს

AutoSharing Option
"დიარიო AS"-ის ცნობით, უცნობი პირები "კორდობას" საწვრთნელ ბაზაზე შეიპარნენ და მოედნები ქიმიკატებით ისე გააფუჭეს, რომ მათზე ვარჯიში შეუძლებელია.

კლუბის ხელმძღვანელობა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს.

"ძალიან სამწუხარო და სერიოზული ინციდენტია. ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ასეთი უმსგავსობა პირადად არ მსმენია.

პოლიცია საქმეს იძიებს, ბალახი კი ქიმიკატებით დამწვარია. სხვა გზა არაა, ბალახის საფარი ყველგან შესაცვლელია. მანამდე კი სხვა ბაზა უნდა ვიშოვოთ სასწრაფოდ", - განაცხადა "კორდობას" პრეზიდენტმა კარლოს გონსალესმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული