დენის ჩერიშევი მადრიდის "რეალში" დაბრუნდება

AutoSharing Option
"დიარიო AS"-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" სეზონის ბოლოს "ვილიარეალიდან" გამოიხმობს რუს შემტევ ნახევარმცველ დენის ჩერიშევს, რომელიც ვალენსიურ კლუბში იჯარით თამაშობს.

წყარო ამტკიცებს, რომ ჩერიშევი თანახმაა იმ როლზე, რომელიც ახლა "რეალში" ხესე როდრიგესს აქვს, ვინც კრიშტიანო რონალდოს ან გარეთ ბეილს ცვლის ხოლმე.

დენის ჩერიშევი ახლახან "ვილიარეალის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ სეზონში დენისმა 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტფუი...ჯერ ისე ხო გულზე მეხატებოდა რეალი და ახლა რუსი თუ გადაიყვანეს გუნდში ხო ვაბშე...
ნიკა
22:15 12-02-2015
0
მაგარია დენისა იმედია დაბრუნდება რეალში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული