როისტონ დრენტემ 8-დღიანი გაფიცვა შეწყვიტა და გუშინ პირველად ივარჯიშა "ერკულესთან" ერთად. შეგახსენებთ, რომ "რეალის" 23 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ერკულესის" ხელმძღვანელობისგან ჯამაგირის გადახდას ითხოვს. დრენტე ალიკანტეურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს. მართალია, დრენტე "რეალს" ვერ გამოადგა, მაგრამ "ერკულესში" ის აშკარა ლიდერია, უმისოდ ვალენსიელებმა "მალიორკასთან" უშანსოდ წააგეს - 0:3.
აჯანყებულმა გუშინ ჩვეულებრივად ივარჯიშა გუნდთან ერთად, ვარჯიში დახურული იყო და მან ერთ-ერთმა პირველმა დატოვა ბაზა. ამბობენ, რომ ჰოლანდიელის საქციელი გულს ვერ მოუბრუნებს კლუბის ხელმძღვანელობას და მას გაცდენილი დღეებისთვის ფინანსური სასჯელი და შესაძლოა დისკვალიფიკაციაც
ელის. კლუბმა ოფიციალურად გუშინწინ დაიწყო გამოძიება ფეხბურთელის საქციელის გამო. ჯერ უცნობია, დაუკმაყოფილებენ თუ არა ჰოლანდიელს იმ მოთხოვნას, რის გამოც დრენტე ასეთ უკიდურეს გამწვავებაზე წავიდა. სხვათა შორის, ფეხბურთელს საქციელი არც ფანებმა მოუწონეს, რომელთაც მისი სახლის ფასადი მუქარით აღსავსე წარწერებით გაავსეს.
.