ლიონელ მესი ლა ლიგის ბოლო 25 წლის საუკეთესო მეპასეა

AutoSharing Option
"ლევანტესთან" შეხვედრაში ლიონელ მესიმ ნეიმარს გაატანინა, ხოლო თავად ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბოლოს კი ლუის სუარესმა შეაგდო ულამაზესი "მაკრატელა".

ჩვენ კი განსაკუთრებით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მესის საგოლე პასი მის მე-300 შეხვედრაში 106-ე გახლდათ და ამით იგი ლა ლიგის ბოლო 25 წლის საუკეთესო მეპასე გახდა. მან გადაასწრო პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს (105).

მესისგან რეკორდები და საოცრებები არ გვიკვირს და ერთიც გავიხსენოთ, ამ ჰეთ-თრიქის მერე ლეოს, 2008 წლის ივნისიდან მოყოლებული, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 348 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული