კარლეს რექსაჩი: "ბარსელონას" სატრანსფერო დისკვალიფიკაცია აბსურდია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა კარლეს რექსაჩმა კატალონიური გუნდის სატრანსფერო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, "ფიფამ" "ბარსელონას" არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებში დარღვევები აღმოუჩინა, რის გამოც კლუბს 2016 წლამდე ფეხბურთელების ყიდვა აეკრძალა.

"თუ ამ ყველაფერს ცივი გონებით, ყოველგვარ იურიდიულ დეტალებში წვდომის გარეშე გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ეს ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი აბსურდია.

ხალხმა, რომელიც კარგად იცნობს "ბარსელონას" აკადემიას, იცის, თუ როგორ ზრუნავენ ბავშვებზე და რა ცოდნას იღებენ ისინი აქ. ნებისმიერი მამა მოხარული იქნებოდა თავისი ვაჟის "ლა მასიაში" ხილვით.

"ფიფას" ეს გადაწყვეტილება კლუბს
არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. არის რაღაცები, რაც არ მესმის", - განაცხადა რექსაჩმა.

მომზადებული  goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული