ლიონელ მესი: აღარ ვარ ის მოთამაშე , რომელიც ვიყავი

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ თავისი კარიერის საწყისი წლები ახლანდელს შეადარა. ლიონელმა "ბარსელონაში" მის ამჟამინდელ ყოფაზეც ისაუბრა.

"კარიერის დაწყების შემდეგ ძალიან შევიცვალე. აღარ ვარ 18,19 ან 20 წლის როდესაც სხეული არანაირ დაძაბულობას არ გრძნობს.

ახლა უფრო მოწიფული ვარ. მოედანზე თუ მოედნის გარეთ ბევრი რამ ვისწავლე. გარკვეული ნაწილი ძველი მესისა ისევ არსებობს, მაგრამ არა მთლიანად.

"ბარსელონაში" თავს კარგად ვგრძნობ. კმაყოფილი ვარ, რადგან ყველაფერი კარგად მიდის.

მინდა რომ გუნდს ისევ დავეხმარო. გასული წელი ჩვენთვის არც ისე კარგი გამოდგა. ძალიან ბევრი პრობლემა
იყო, მაგრამ ვიმედოვნებ, წელს ყველაფერი შეიცვლება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული