"ბარსელონამ" 11-მატჩიანი მოგებათა სერია მოულოდნელად, "კამპ ნოუზე" "მალაგასთან" მარცხით დაასრულა - 0:1.
ერთადერთი გოლის ავტორი ხუანმია. ძალიან ცუდად ითამაშეს "ბარსას" შეტევის ლიდერებმა ლიონელ მესიმ და ნეიმარმა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ეს არ იყო ჩვენი კარგი დღე, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ყოველი შეტევა იშლებოდა და თანაც ისე, რომ მეტოქე კონტრშეტევას ახერხებდა. ძალიან ზედმეტად ვუტევდით ცენტრიდან. როცა გუნდს ბურთის საჯარიმოში მიტანა უჭირს, ყველაფერი შესაძლოა, ისე დასრულდეს, როგორც დღეს. ეს შედეგი გუნდს ტკივილს აყენებს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ
ხავი გრასია (მალაგა): "ჩვენი გამარჯვება სამართლიანია. ჩვენ ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ბურთს არ მოგვცემდა. გამოვიყენეთ შანსი და შემდეგ კარგად ვითამაშეთ დაცვაში. "ბარსა", რომ დაამარცხო, ბევრი რამ უნდა მოხდეს ერთდროულად, ბევრი უნდა მოინდომო, იშრომო, ეძებო კონტრშეტევის შანსები. გამარჯვება ჩვენი დიდი შრომისა და თავდადების შედეგია".
"ვალენსიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "კორდობას". გოლები ანდრე გომეშმა და პაბლო პიატიმ გაიტანეს, მასპინძელთა ერთადერთი გოლი ნაბილ ღილასის ანგარიშზეა.
მადრიდის "ატლეტიკომ" 3:0 გაანადგურა "ალმერია" და "ბარსელონასთან" ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა. მარიო მანჯუკიჩმა პენალტით გახსნა ანგარიში, შემდეგ ხორვატმა ორჯერ გაატანინა ანტუან გრიზმანს.
მატჩის მიწურულს "ატლეტიკო" 10 კაცით დარჩა, გილერმე სიკეირა ხელით თამაშისთვის გააძევეს.
ბარსელონა-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 ხუანმი (7)
კორდობა-ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 გომეში (38), 1:1 ღილასი (74-პენ), 1:2 პიატი (81)
ატლეტიკო-ალმერია 3:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (13-პენ), 2:0 გრიზმანი (20), 3:0 გრიზმანი (29)
გაძევება: სიკეირა (91)
დეპორტივო-სელტა 0:2
გოლები: 0:1 შარლესი (46), 0:2 ლარივეი (82)
გაძევება: ლოპო (72. დეპორტივო)
1. რეალი - 57 ქულა; 2. ბარსელონა - 56; 3. ატლეტიკო - 53; 4. ვალენსია - 50; 5. სევილია - 45.