მოურინიოს კაკას დაბრუნება ახარებს

AutoSharing Option
"რეალის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ესპანეთის თასის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში "ლევანტესთან" 0:2 წაგების შემდეგ თავისი ფეხბურთელები არ გაუკრიტიკებია. სატურნირო თვალსაზრისით ამ დაპირისპირებას "სამეფო კლუბისთვის" დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ორრაუნდიანი დუელის პირველი მატჩი დამაჯერებელზე უფრო მეტადაც მოიგო (8:0).

პორტუგალიელი სპეციალისტი იმითაც კმაყოფილი დარჩა, რომ ტრავმისგან გამოჯანმრთელებული კაკა ფორმას იღდგენს.

"ასეთ მატჩებში ძალიან რთულია მოტივაცია მოძებნო და მთელი თამაშის მანძილზე კონცენტრაცია შეინარჩუნო. ასე, რომ არ მსურს ჩემი მოთამაშეები რაიმეში დავადანაშაულო. მიმაჩნია, რომ ჩემმა გუნდმა ღირსეულად ითამაშა, მით უმეტეს, რომ მკვეთრად
გამოხატული შემტევების გარეშე ვთამაშობდით. მეოთხედფინალში გავედით, რაც მთავარია. ახლა "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება გველის. მოხარული ვარ, რომ კაკა თავდაჯერებას იბრუნებს. დღეს მან მოედანზე დიდი დრო გაატარა და თამაშის შემდეგ ტკივილს არ განიცდიდა", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით



.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული