წყაროს ცნობით, სიმეონე ურუგვაელ ფორვარდს უკვე დაუკავშირდა, რაშიც ამ უკანასკნელის თანამემამულე, "ატლეტიკოს" მცველი დიეგო გოდინი დაიხმარა.
როგორც ირკვევა, მადრიდული გუნდის თავკაცს კავანის შეძენა, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლამდელ აკავშირებს, უკვე ამ ზაფხულს სურს.
მიმდინარე სეზონში 28 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ლიგა 1-ის 23 მატჩში გატანილი 8 გოლია.