მადრიდის "ატლეტიკო" ამ ზაფხულს ედინსონ კავანის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ედინსონ კავანის გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული. ამის შესახებ L'Equipe-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, სიმეონე ურუგვაელ ფორვარდს უკვე დაუკავშირდა, რაშიც ამ უკანასკნელის თანამემამულე, "ატლეტიკოს" მცველი დიეგო გოდინი დაიხმარა.

როგორც ირკვევა, მადრიდული გუნდის თავკაცს კავანის შეძენა, რომელსაც პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლამდელ აკავშირებს, უკვე ამ ზაფხულს სურს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ლიგა 1-ის 23 მატჩში გატანილი 8 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული