სიმეონე "ატლეტიკოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და წელიწადში 6 მლნ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს, რომელიც ძალაში 2017 წლამდეა, გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Marca იუწყება.

წყაროს ცნობით, მხარეებს ხელშეკრულების ახალი პირობები სავსებით აკმაყოფილებთ, კონტრაქტის გახანგრძლივების დღიდან კი არგენტინელი სპეციალისტი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი იქნება.

ამ დროისთვის სიმეონეს ხელფასი წელიწადში 2,5 მლნ ევროზე ცოტა მეტია, ახალი ხელშეკრულებით კი, 6 მლნ-ს მიაღწევს და ამით ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ექვსეულში შევა.

სიმეონემ "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა. გუნდთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონატი (2013/14), ქვეყნის თასი (2012/13), ესპანეთის სუპერთასი (2014), ევროპის ლიგა (2011/12),
უეფას სუპერთასი (2012) მოიგო და ჩემპიონთა ლიგის (2013/14) ფინალში ითამაშა, სადაც "რეალთან" დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული