ლუის ენრიკე: მესი და სუარესი ერთმანეთს დღითიდღე უკეთ უგებენ

AutoSharing Option
გუშინ, 8 მარტს, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "რაიო ვალეკანოსთან" 6:1 გამარჯვების შემდეგ, მატჩისშემდგომი პრეკონფერენცია გამართა. კატალონიელთა თავკაცმა "ბარსელონას" სამხრეთამერიკულ შემტევ დუეტზე - მესი-სუარესზეც ისაუბრა.

"ლუის სუარესი თითოეულ თამაშში გუნდისთვის ბევრს აკეთებს, ის ლიონელ მესის მოედანზე კარგად უგებს. მათ აქვთ სრული ურთიერთგაგება, რაც გუნდისთვის ძალიან კარგია.

მატჩამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შეხვედრა იოლი არ იქნებოდა და  საკუთარი თავისთვის მოდუნების საშუალება არ უნდა მიეცათ. ვიცოდი, რომ უხერხული მეტოქე გვეყოლებოდა.

ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ. ჩვენი მიზანი სეზონის პირველ ადგილზე დასრულებაა, თუმცა
ფეხბურთელებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რადგანაც შესაძლოა, ნებისმიერ მეტოქესთან დაგვიცდეს ფეხი.

სხვა გუნდებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩვენთვის ყველა თამაში რთულია, თუმცა ვიცით, როგორ გავართვათ თავი ამ სირთულეებს", - თქვა ენრიკემ.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVI ტური: პირველები, მესი და "ბარსელონა" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული