ლა ლიგა: ჰეთთრიკი და სტატუს-კვო [+VIDEO]

AutoSharing Option

დღემდე "ოქროს ბურთის" ერთადერთმა მფლობელმა ესპანელმა ლუის სუარესმა სიმბოლურად შეიყვანა ბურთი "რიასორზე" და "ბარსელონამაც" მორიგი სამი ქულისთვის შეუტია "დეპორტივოს". დაუკვირდით, რომ ჩვენ სიტყვა დღემდე ვახსენეთ - დღეიდან 75 წლის მოხუცს შეიძლება კიდევ ერთი თანამემამულე ამოუდგეს გვერდში, ეს კი ან ჩავი ერნანდესი ან  ანდრეს ინიესტა იქნება, ფიფა სწორედ დღეს გამოავლენს "ოქროს ბურთის" გამარჯვებულს, მესამე კანდიდატი კი ამ თამაშის უდავოდ საუკეთესო მოთამაშე ლეო მესია, რომლის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. დიახ, ლა ლიგის სცენარი არც 2011-ში შეცვლილა - "ბარსელონა" მორიგ მეტოქეს

იოლად გაუმკლავდა - 4:0 მოუგო.

"რიასორზე" "ბარსა" ფონს ჩავის გარეშე გავიდა, რომელიც უბრალოდ დაასვენა ხოსეპ გვარდიოლამ. სასტარტო შემადგენლობაში ვერც დანი ალვეში და სერხიო ბუსკეტსი ვიხილეთ. ამ სამეულს სეიდუ კეიტა, ადრიანო და ხავიერ მასკერანო ცვლიდნენ. მიგელ ანხელ ლოტინამ 5 მცველით თამაშის ტაქტიკას უღალატა და დაცვა ნახევარდაცვის ხარჯზე შეამცირა. ამან შედეგი საერთოდ არ გამოიღო, "ბარსა" ბურთს 70%-ით აკონტროლებდა, თამაშის სადავეებიც მუდამ ხელთ ეპყრა. თამაშის შემდეგ ჟერარდ პიკემ თქვა: "არ აქვს მნიშვნელობა ვის ხვდები, თამაშის დონე არ უნდა დაეცეს". ეს სიტყვები კარგა ხანია "ბარსელონას" პროგრამა მინიმუმია ყოველ თამაშში.

სტუმრებმა სამი ქულა ანხელ პედრასას ხსოვნას უძღვნეს - "ბარსელონას", "მალიორკასა" და "ვილიარეალის" ყოფილი ფეხბურთელი შაბათს 48 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. პედრასა ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სევილიაში "სტიაუას" კარში პენალტი ვერ გაიტანა, ფეხბურთელის კარიერის შემდეგ პედრასა მწვრთნელობდა.

26-ე წუთზე ლეო მესის გამოუვიდა გენიალურად ჩაფიქრებული პასი (მანამდე ერთი-ორჯერ სცადა), რომლის წყალობითაც დავიდ ვილია მარჯვნიდან შეიჭრა მეკარესთან პირისპირ და მას ფეხებსშუა გაუტანა. ვილიამ სეზონში მე-12 კარიერაში და 150-ე ლალიგური გოლი შეაგდო (31 "სარაგოსაში", 107 "ვალენსიაში" და 12 "ბარსელონაში"). "განა იმაზე კარგი რა არის, როცა საიუბილეო გოლი ასეთ დიდებულ სტადიონზე გაგაქვს, "რიასორზე" მუდამ თბილად მხვდებოდნენ. ეს წარმატება ნამდვილად გვჭირდებოდა ზედიზედ სამი არცთუ ბრწყინვალე თამაშის შემდეგ",  - განაცხადა "ელ გუახემ" თამაშის შემდეგ.

51-ე წუთზე მესიმ 2011 წელს და ამ სეზონში პირველი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა - არგენტინელმა ცაციით შემოატარა ბურთი ცოცხალ კედელს და დანიელ არანსუბიას გადახტომისთვის დროც არ დაუტოვა. მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გავიდა, ჯერ პიკეს პასი ინიესტამ საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან მიიღო, ცენტრისკენ შემოირბინა და ძალიან უხერხულად დაურტყა არანსუბიას, შემდეგ ყველაფერი მესიმ გააკეთა, პედროს უბრალოდ ბურთის კარში გადაგზავნაღა რჩებოდა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ლოტინა ყოველთვის კარგად ამზადებს გუნდს თამაშისთვის. ამიტომ კიდევ უფრო დასაფასებელია 4:0. ყველას გვახსოვს არცთუ შორეული ისტორია და ჩვენი წაგებები "რიასორზე", სწორედ ამის გამო "რიასორზე" მოგებას მეტი ფასი აქვს. თავადაც მიკვირს, მხოლოდ 3-დღიანი დასვენების მიუხედევად, როგორ შეძლო "ბარსამ" ასე კარგად თამაში".

 

ხავი მარტინესმა ახალ "მალაგას" დებიუტი ბოლო წამზე ჩაუმწარა - მართლაც, რომ არა მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარმცველი, მანუელ პელეგრინი თავისი მოდერნიზებული გუნდით პირველ 3 ქულას მიითვლიდა: კარში სერხიო ასენხო ჩადგა, დაცვაში მარტინ დემიკელისმა ითამაშა, ნახევარდაცვაში - ნაჩო კამაჩომ და ენცო მარესკამ, არ ჩანდა მხოლოდ ჟულიო ბაპტიშტა. ოთხმა ახალმა ფეხბურთელმა "მალაგას" ახალი ძალები ჩაჰბერა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ანდალუსიელები ბასკებს სჯობდნენ, თამაში ხან ერთი, ხან კი მეორე გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავიდა, მე-80 წუთზე პორტუგალიელი დუდას კუთხური თავით "ატლეტიკის" კარში დემიკელისმა გადაგზავნა. არგენტინელ მცველს ლა ლიგაში დებიუტიდან 80 წუთი ეყო გოლის გასატანად. ბილბაოელებმა ქულა 93-ე წუთზე გადაარჩინეს, საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ, გოლი თავით კარისკენ ზურგით ამხტარმა მარტინესმა გაიტანა - 1:1. ის, რომ შეხვედრის ორივე გოლი თავით გავიდა, სულაც არ არის შემთხვევითი, ეს ხომ "მეორე სართულზე" საუკეთესოდ მოთამაშე ორი გუნდის ("ბილბაო" - 8 გოლი, "მალაგა" - 7) დაპირისპირება იყო. "ეს იყო მტკივნეული ფრე",
- განაცხადა მანუელ პელეგრინიმ მატჩის შემდეგ.

სან სებასტიანში 5-გოლიანი თრილერი ვიხილეთ, რომლის გმირი "სევილიას" ფორვარდი ფრედერიკ კანუტე გამოდგა, რომელმაც მასპინძელთა კარში დუბლი შეასრულა. "რეალ სოსიედადმა" ზედიზედ მე-4 მარცხი იგემა, ჰორიზონტზე კრიზისი მოსჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მარტინ ლასარტე კვლავ აცხადებს: "ჩვენ უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე ეს გათამაშების ცხრილზეა ასახულიო". ვფიქრობთ, "სევილიამ" თამაში გრეგორიო მანსანოს თამამი გადაწყვეტილების გამო მოიგო - მწვრთნელმა ლუიშ ფაბიანოსა და ფრედერიკ კანუტეს მესამე ფორვარდი, ალვარო ნეგრედო შეაშველა.  

სანამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტურის მშვენება მატჩი დაიწყებოდა, ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ორში მასპინძლებმა აშკარად დაჩაგრეს სტუმრები, ორში კი ფრე დაფიქსირდა. ბარსელონაში "ესპანიოლმა" აუტსაიდერი "სარაგოსა" ნაწილებად დაშალა - 4:0. იტალიელ-არგენტინელი პაბლო ოსვალდო კატალონიურ გუნდს ტრავმამოშუშებული დაუბრუნდა, მან თამაშის დასაწყისშივე, როგორც სტატიკურ ნივთებს ისე აუარა გვერდი და ანგარიში გახსნა, მაგრამ მალე ოსვალდო ისევ დაიმტვრა და მოედნიდან გასაყვანი გახდა.

 

საუკეთესო შემტევის გამოკლებამ "ესპანიოლს" ნირი არ შეუცვალა, ხოსე კალეხონის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლუის გარსიამ გოლად აქცია. "სარაგოსას" კარში სხვა გოლები ალვარო ვასკესმა და სერხიო გარსიამ გაიტანეს.

 

"მალიორკამ" ქვა-ქვაზე არ დატოვა "ალმერიისგან" - 4:1. ეს გუნდები ახლახან "სამეფო თასზე" შეხვდნენ და ანდალუსიელებმა გათამაშებიდან გამოთიშეს ბალეარელები. მიქაელ ლაუდრუპის გუნდმა რევანში ლა ლიგაში აიღო. პამპლონაში "ოსასუნას" შემადგენლობაში უკანასკნელად ითამაშა ხუანფრანმა, რომელიც შემდეგ ტურში უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" მაისურას მოირგებს. 25 წლის ნახევარმცველი მადრიდელებს 8 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

"ვილიარეალმა" შოკისმომგვრელად დაიწყო "სანტიაგო ბერნაბეუზე", უკვე მე-6 წუთზე კანიმ ანგარიში გახსნა, თუმცა ორ წუთში კრიშტიანო რონალდომ მესუთ იოზილის პასით გაათანაბრა. სტუმართა გუნდი კიდევ ერთხელ გავიდა წინ, ამჯერად მარკო რუბენის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ. პირველი ტაიმის მიწურულს "რეალმა" მაინც გაათანაბრა, დი მარიას წაქცევისთვის საჯარიმო დაინიშნა, რომელიც არგენტინელმა შეასრულა, რონალდომ ამჯერად თავით გაიტანა.

საბოლოოდ, "რეალს" გამარჯვება რონალდომ მოუტანა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა, შემდეგ კი გოლი კაკას გაატანინა... "რეალმა" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის წყალობით სტატუს-კვო ანუ 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

 

მომდევნო ტური

15 იანვარი: ხეტაფე-რეალ სოსიედადი, სარაგოსა-ლევანტე, სპორტინგი-ერკულესი, ვილიარეალი-ოსასუნა, ბილბაო-რასინგი, სევილია-ესპანიოლი; 16 იანვარი: ვალენსია-დეპორტივო, ალმერია-რეალი, ბარსელონა-მალაგა; 17 იანვარი: ატლეტიკო-მალიორკა.



ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტური

მალაგა-ბილბაო 1:1
მალაგა (4-4-2): ასენხო - ხ. გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მტილიგა - დუდა (86. ფერნანდო), კამაჩო, მარესკა (56. რესიო), აპონიო - ქუინსი (73. ს. ფერნანდესი), რონდონი. 
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი - ხ. მარტინესი, ორბაისი (83. ი. მარტინესი) - დ. ლოპესი, იტურასპე (60. დე მარკოსი), მუნიაინი (70. გაბილონდო) - ფ. ლორენტე.
გოლები: 1:0 დემიკელისი (80), 1:1 ხ. მარტინესი (93)
გაფრთხილება: კამაჩო, დემიკელისი, რესიო, აპონიო - იტურასპე, სან ხოსე, მუნიაინი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12-13 (3-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 25 000

 

რეალ სოსიედადი-სევილია 2:3
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, ლაბაკა, მ. გონსალესი - რივასი, ელუსტონდო (72. ტამუდო) - ჩ. პრიეტო, ზურუტუზა, სუტილი (67. სარპონგი) - ხ. ლორენტე. 
სევილია (4-4-2): პალოპი (46. ვარასი) - კასერესი, ალექსისი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, რომარიკი, რენატო (61. ნეგრედო), პეროტი - კანუტე, ლ. ფაბიანო (80. ჩიგარინი).
გოლები: 1:0 რივასი (23), 1:1 კანუტე (25), 2:1 ხ. ლორენტე (43), 2:2 ლ. ფაბიანო (63), 2:3 კანუტე (65)
გაფრთხილება: რივასი, მ. გონსალესი - ფ. ნავარო
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-16 (8-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 28 000

 

დეპორტივო-ბარსელონა 0:4 [VIDEO]
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, კოლოტო, ლოპო, მ. პაბლო - რ. პერესი, ა. ტომასი - საული (54. ვალერონი), ხ. დომინგესი (79. პ. ალვარესი), დეზმარე (70. რინდაროი) - ანდერი. 
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ადრიანო, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ინიესტა (81. ტ. ალკანტარა), მასკერანო, კეიტა - პედრო (81. აფელაი), მესი, ვილია (69. კრკიჩი).
გოლები: 0:1 ვილია (26), 0:2 მესი (51), 0:3 ინიესტა (78), 0:4 პედრო (80)
გაფრთხილება: რ. პერესი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 9-6; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-8 (1-5); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 25 000

 

რასინგი-სპორტინგი 1:1
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ფრანსისი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - რ. არკასი (79. კრისტიანი), ლასენი - კენედი (70. სერანო), ი. ბოლადო (59. ადრიანი), მუნიტისი - როზენბერგი. 
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - სასტრე, ი. ერნანდესი, გრეგორი, ანხელი - ეგურენი (56. დე ლას კუევასი), კასესი - ნ. ნოვო (56. სანგოი), ლორა, დ. კასტრო - ბარალი.
გოლები: 1:0 გრეგორი (29 ს.კ.), 1:1 დ. კასტრო (91)
გაფრთხილება: ლასენი - ანხელი, კასესი, ბარალი
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-17 (3-9); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 15 000

 

ოსასუნა-ხეტაფე 0:0
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - დამია, სერხიო, ფლანიო, ნელსონი - ლოლო (66. ლეკიჩი), პუნიალი - ხუანფრანი, ვადოცი, კამუნიასი (81. კალეხა) - არანდა (66. პანდიანი). 
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - მ. ტორესი, დიასი, რაფა, მანე - ბოატენგი, პარეხო (90. მოსკერა) - პ. რიოსი, მანუ, გავილანი (85. ვ. სანჩესი) - არისმენდი (86. ალბინი).
გაფრთხილება: კამუნიასი, ვადოცი, პუნიალი, ფლანიო - დიასი
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-18 (3-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 15 000

 

მალიორკა-ალმერია 4:1
მალიორკა (4-4-2): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, კევინი - ნსუე, მარტი (11. ჟ. ვიქტორი), დე გუზმანი, პერეირა - ვიქტორი (78. კასტრო), ვებო. 
ალმერია (4-2-3-1): დ. ალვეში - მასედო, კ. გარსია, აკასიეტე, იაკობსენი (56. ულოა) - მბამი, ვარგასი (60. კორონა) - ხუანმა ორტისი, პიატი, კრუსატი (79. გოიტომი) - უჩე.
გოლები: 1:0 რამისი (11), 2:0 ვიქტორი (36), 2:1 კრუსატი (66), 3:1 ნსუე (67), 4:1 პერეირა (88)
გაფრთხილება: პერეირა, ჟ. ვიქტორი - იაკობსენი
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 18-10 (9-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 13 000

 

ესპანიოლი-სარაგოსა 4:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ჩიკა, ამატი, რუისი, დიდაცი - ბაენა, ხ. მარკესი (14. ს. გარსია) - ლ. გარსია, ვერდიუ (79. დუშერი), კალეხონი - ოსვალდო (28. ალვარო).
სარაგოსა (4-2-3-1): ლ. ფრანკო - დიოგო, ლანსარო, იაროშიკი, პარედესი - ედმილსონი (46. პინტერი), გაბი - ხ. ლოპესი (46. ბერტოლო), ანდერი, ლაფიტა - სინამა-პონგოლე (68. ბრაულიო)
გოლები: 1:0 ოსვალდო (8), 2:0 ლ. გარსია (30-პენ), 3:0 ალვარო (33), 4:0 ს. გარსია (86)
გაფრთხილება: ამატი, ჩიკა - დიოგო, სინამა-პონგოლე, პინტერი, ანდერი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-13 (6-4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 27 000

 

რეალი-ვილიარეალი 4:2 [VIDEO]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, ალბიოლი (69. კაკა), რ. კარვალიო, მარსელო - ლ. დიარა (46. ხედირა), ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა (80. გაგო). 
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი (61. მარიო), გონსალო, კატალა, კაპდევილა - კანი (72. ორიოლი), ბ. ვალერო, ბრუნო, კასორლა - მ. რუბენი (64. მუსაჩიო), როსი.
გოლები: 0:1 კანი (6), 1:1 რონალდო (8), 1:2 მ. რუბენი (17), 2:2 რონალდო (44), 3:2 რონალდო (78), 4:2 კაკა (81)
გაფრთხილება: ბენზემა, ჩაბი ალონსო, დი მარია - ა. ლოპესი, კასორლა, ბრუნო, კაპდევილა
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-8; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 15-12 (7-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 68 000

 

ერკულესი-ატლეტიკო დღეს

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 18 16 1 1 57-10 49
2. რეალი 18 15 2 1 46-16 47
3. ვილიარეალი 18 11 3 4 34-18 36
4. ვალენსია 17 9 4 4 26-20 31
5. ესპანიოლი 18 10 1 7 23-24 31
6. ატლეტიკო 17 8 3 6 27-19 27
7. ხეტაფე 18 8 3 7 28-25 27
8. მალიორკა 18 8 3 7 23-21 27
9. სევილია 18 8 2 8 25-29 26
10. ბილბაო 18 8 2 8 27-30 26
11. სოსიედადი 18 7 1 10 25-31 22
12. დეპორტივო 18 5 6 7 15-24 21
13. რასინგი 18 5 5 8 14-24 20
14. ერკულესი 17 5 4 8 18-25 19
15. ოსასუნა 18 4 6 8 15-21 18
16. მალაგა 18 5 2 11 23-37 17
17. ლევანტე 17 4 3 10 19-28 15
18. სპორტინგი 18 2 7 9 15-27 13
19. სარაგოსა 18 2 7 9 16-32 13
20. ალმერია 18 2 7 9 16-31 13

 

ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 18 - მესი (ბარსელონა); 12 - ვილია (ბარსელონა); 11 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - როსი (ვილიარეალი), პედრო (ბარსელონა); 8 - ტრეზეგე (ერკულესი), კანუტე (სევილია); 7 - იგუაინი (რეალი), ადურისი (ვალენსია), ფ. კაისედო (ლევანტე), აგუერო (ატლეტიკო).

 

სეგუნდადივიზიონი. XIX ტური

ვილიარეალი-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 ბორდასი (25), ფალკე სილვა (46), 2:1 ორელანა (78)

 

ხიმნასტიკი-ვალიადოლიდი 1:0
გოლი: 1:0 რ. ნავარო (70)

 

კორდობა-პონფერადინა 3:3
გოლები: 0:1 იური (20), 1:1 ალბერტო (24),1:2 პეპე (26), 2:2 ხ. კალეხონი (30), 3:2 ლუკე (49), 3:3 ტორიბიო (52)
გაძევება: რედონდო (81. პონფერადინა)

 

ნუმანსია-ლას პალმასი 4:0
გოლები: 1:0 სედრიკი (2), 2:0 სედრიკი (60), 3:0 ხ. გარმენდია (79), 4:0 დელ პინო (81)

 

ბარსელონა-ხირონა 1:2
გოლები: 0:1 ტორტოლერო (71), 1:1 სორიანო (90), 1:2 დესპოტოვიჩი (90)

 

კარტახენა-სალამანკა 1:0
გოლი: 1:0 ტოჩე (33)

 

ელჩე-სელტა 1:3
გოლები: 0:1 დ. როდრიგესი (44), 0:2 მიჩუ (63), 0:3 დე ლუკასი (77), 1:3 ლინარესი (84)
გაძევება: ბოდიპო (71. ელჩე)

 

ალკორკონი-უელვა 2:1
გოლები: 1:0 მონტანიესი (19), 1:1 ნიგუესი (32), 2:1 ბერმუდესი (52)

 

ხერესი-რაიო ვალეკანო 0:1
გოლი: 0:1 მიჩელი (88)

 

უესკა-ბეტისი 1:1
გოლები: 1:0 კამაჩო (53), 1:1 არსუ (56)

 

ტენერიფე-ალბასეტე 0:1
გოლი: 0:1 ტატო (44)
გაძევება: ლუნა (24. ტენერიფე)

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბეტისი 19 13 4 2 43-17 43
2. სელტა 19 11 6 2 35-18 39
3. ვალეკანო 19 11 4 4 30-19 37
4. კარტახენა 19 9 5 5 29-22 32
5. ხერესი 19 9 3 7 30-27 30
6. ბარსელონა 19 7 7 5 29-28 28
7. ვილიარეალი 19 8 4 7 24-29 28
8. ნუმანსია 19 8 3 8 29-22 27
9. გრანადა 18 7 5 6 32-22 26
10. ელჩე 19 6 8 5 18-19 26
11. სალამანკა 19 7 3 9 21-24 24
12. ვალიადოლიდი 19 6 5 8 26-27 23
13. ალბასეტე 19 5 8 6 17-19 23
14. ხირონა 19 5 7 7 25-26 22
15. უესკა 19 4 10 5 14-18 22
16. ლას პალმასი 19 5 7 7 29-38 22
17. კორდობა 19 4 9 6 25-27 21
18. ალკორკონი 19 6 3 10 22-28 21
19. უელვა 19 3 10 6 17-21 19
20. ხიმნასტიკი 19 3 7 9 14-23 16
21. პონფერადინა 19 3 7 9 16-36 16
22. ტენერიფე 18 3 5 10 14-29 14

 

ბომბარდირები: 14 - ა. გეიხო (გრანადა); 12 - ქუინი (ალკორკონი), რ. კასტრო (ბეტისი); 11 - ტოჩე (კარტახენა); 10 - ხ. გუერა (ვალიადოლიდი), დ. როდრიგესი (სელტა), ემანა (ბეტისი), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო); 9 - სორიანო (ბარსელონა); 8 - ხოსე მარი (ხერესი).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული