"ბარსელონა" სტანდარტულების დროს საკალათბურთო ტაქტიკას იყენებს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა "მარკას" ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდის შეტევებსა და დაცვაში სტანდარტულების დროს საკალათბურთო ტაქტიკას იყენებს.

ამისთვის "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებს ისეთი მეთოდები ასწავლა, როგორიცაა მეტოქის ბლოკირება და ზონის განთავისუფლება დარტყმისთვის, - იუწყება "მარკა".

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი კი "ეიბართან" ლიონელ მესის მეორე გოლი გახლავთ.

მცველები მარკ ბარტრა და ჟერარდ პიკე ორი მეტოქის ბლოკირებას აკეთებენ, მათ საჯარიმოში შექმნილი მდგომარეობის შეფასების საშუალებას არ აძლევენ და შემდეგ კართან ახლოს იწევიან და მეტოქე ფეხბურთელებიც მიჰყვებიან. ამ მოძრაობის მიზანი კი საჯარიმოს ცენტრში
ადგილის განთავისუფლებაა, სადაც მესი შედის და თავით კარისკენ ურტყამს.
იხილეთ მესის მეორე გოლი ეიბართან მატჩში
Sportall.Ge

"ფეხბურთში ბლოკირება ისე არ გამოიყენება, როგორც კალათბურთში, რადგან სხვა შემთხვევაში, წესების დარღვევის რისკი მატულობს. ეს მოძრაობა უფრო იმისთვის არის, რომ მეტოქე იმ ადგილას გამოიყოლო, რომელშიც გჭირდება. ეს საკალათბურთო მოძრაობები საფეხბურთო სპეციფიკის გათვალისწინებით იქნა გამოყენებული", -  თქვა ყოფილმა კალათბურთელმა ტონინ ლორენტემ, რომელიც ლუის ენრიკეს მეგობარია.

თუმცა ლორენტემ ასევე დაამატა, რომ ამ თემაზე "ბარსელონას" თავკაცთან არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ტაქტიკას "ბარსელონა" დაცვაშიც იყენებს და წარმატებითაც, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს - "ბლაუგრანა" ესპანეთის ჩემპიონატში 25 ოქტომბრის შემდეგ სტანდარტულებიდან გოლს არ უშვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული