ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის "ატლეტიკოს" მცველი დასაჯა

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი მცველი ჟოაო მირანდა დასაჯა.

27-ე ტურში მირანდა "ესპანიოლთან" საგარეო მატჩში (0:0) გააძევეს - ის მოედნის ცენტრში აბრაამ გონსალესს შეასკდა, რისთვისაც მსაჯმა მყისვე დაითხოვა მოედნიდან.

მირანდა ორ ტურს გამოტოვებს, "ატლეტიკოს" ის "ხეტაფესთან" და "კორდობასთან" ვერ დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული