გვინდოდა ტურის მატჩის გამოხმაურება კრიშტიანო რონალდოს ჰეთთრიკით, ან კაკას ნანატრი გოლით დაგვეწყო, მაგრამ თამაშის დროს მომხდარმა ინციდენტმა ამის საშუალება არ მოგვცა. სადაც სკანდალია, ჟოზე მოურინიოც იქვეა, უფრო კი პირიქით - "განსაკუთრებულს" მუდამ ფათერაკები სდევს თან.
81-ე წუთზე მანამდე ჰეთთრიკის შემსრულებელმა რონალდომ კაკას გადააწოდა და ბრაზილიელმაც დიდი ხნის შესვენების შემდეგ გოლი გაიტანა, ანგარიში 4:2 გახდა და ისიც ცხადი შეიქმნა, რომ "ვილიარეალი" თამაშის გადამრჩენი აღარ იყო. კაკას გოლმა უზომოდ გაახარა ჟოზე მოურინიო, მან ტრიბუნებს მეტი აქტიურობისკენ მიმართა, "განსაკუთრებულის" ჟესტიკულაციაც განსაკუთრებული იყო. ბედის
"ვფიცავარ, რომ საერთოდ არ მქონდა გულში პროვოკაცია, მინდოდა გოლი ჩემს შვილთან ერთად მეზეიმა, რომელიც ზუსტად "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის უკან იჯდა. არ ვიცი, რატომ იფიქრეს სტუმრებმა, რომ მე მათ ვიწვევდი", - თავს იმართლებდა მატჩის შემდეგ მოურინიო. კანიმ ამ საქციელისთვის რეფერი დავიდ ფერნანდეს ბორბალანისგან წითელი ბარათი იხილა.
ჟოზე მოურინიო: "პირველ ტაიმში მოედანზე მხოლოდ ერთი ფერი დომინირებდა და ეს არ იყო თეთრი. ჩვენ მხოლოდ მეორე ტაიმში ვითამაშეთ კარგად. პირველი ნახევარი 2:2 კი არა 3:1 უნდა დასრულებულიყო "ვილიარეალის" სასარგებლოდ, მათ ფორვარდებს უკეთ რომ ეთამაშათ ბოლო წუთებში. მეორე ტაიმში კი მხოლოდ "რეალი" თამაშობდა, ამიტომაც მოვიგეთ."
ხუან კარლოს გარიდო: "სამჯერ მაინც იყო თამაშში ეპიზოდი, როცა "რეალის" ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი ეკუთვნოდათ, მაგრამ არ მისცეს. გადამწყვეტი კი მესამე გოლი იყო. დედამიწის ზურგზე ვერავინ დამაჯერებს, რომ რონალდომ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან არ გაიტანა."
.