ოსვალდო 2 თვით

AutoSharing Option

"ესპანიოლს" ბედი არ სწყალობს თავდამსხმელებში - იტალიელ-არგენტინელი ფორვარდი პაბლო ოსვალდო დიდებულად მოერგო ბარსელონურ გუნდს, გოლებიც გაიტანა, მაგრამ ტრავმამ ერთი თვით დაასვენა, კვირას პაბლომ იძულებითი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა და 8 წუთში შეძლო გოლის გატანა, მაგრამ მალევე მან ისევ ტრავმა მიიღო. "ესპანიოლის" ექიმების მტკიცებით, ამჯერად ოსვალდო გუნდს 2 თვით დააკლდება.


პეპე და ბონუსები

მადრიდის "რეალი" გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს პორტუგალიელ მცველ პეპეს. შეგახსენებთ, რომ პეპეს მოლაპარაკება "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასთან ჩიხში იყო შესული, ხოლო "მანჩესტერ სიტი" დიდი გულმოდგინებით აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. "რეალი" 27 წლის

მცველს ახალ, ბონუსების სისტემას შესთავაზებს, რომლის წყალობითაც პეპე მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებს, ვიდრე აქამდე. იმავე წყაროს ცნობით, პეპეს ხელფასი არ გაიზრდება, ის წელიწადში 3 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ბონუსების წყალობით, შესაძლებელია, პეპემ წელიწადში 5 მილიონ ევრომდეც გამოიმუშავოს.


ატლეტიკოს აპეტიტი

მადრიდის "ატლეტიკო" აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებს. "როხიბლანკოსი"  კიდევ ორი ფეხბურთელით აპირებს გაძლიერებას, ოღონდ, ზაფხულში. ესენია "პორტუს" ფორვარდი რადამელ ფალკაო და "ვილიარეალის" ნახევარმცველი ბორხა ვალერო. ფალკაო "რივერ პლეიტის" ყოფილი ფეხბურთელია. ის ახალგაზრდაა, გოლის ალღო აქვს და ტექნიკურად უნაკლოა. სერხიო აგუეროსთან ერთად ფალკაოს ძალიან კარგი შემტევი წყვილის შექმნა შეუძლია. ბორხა ვალერო პრიმერას უკვე აღიარებული ვარსკვლავია.

 

მადრიდელები იმედოვნებენ, რომ "წყალქვეშა ნავი" მას 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობს.


კონკო და ქალბატონი

"სევილიას" მარჯვენა მცველი აბდულაი კონკო ადასტურებს, რომ ის "იუვენტუსთან" მომავალ ტრანსფერზე მართავს მოლაპარაკებას. ტურინულ კლუბს დაცვის ხაზში ერთობ გაუჭირდა და ახალ სისხლს ეძებს. კონკოს თავის მხრივ, სასტარტოში მოხვედრის პრობლემები აქვს, ამიტომ 26 წლის ფეხბურთელი თავად მოწადინებულია გაეცალოს ესპანურ პრიმერადივიზიონს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული