ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ შესაძლოა, 18 და 19 აპრილის მატჩებს ბოიკოტი გამოუცხადოს. პრიმერასა და სეგუნდაში მოთამაშე კლუბების უმრავლესობა გაფიცვის მომხრეა.
საქმე იმაშია, რომ ჯერ არ მიუღიათ წესი, რომლის მიხედვითაც, სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული თანხა უფრო დემოკრატიულად გადანაწილდება კლუბებზე, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.