ვისენტე დელ ბოსკე: ვერ დამიჯერებია, რომ გოლი ვერ გავიტანეთ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჰოლანდიასთან სტუმრად წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვერ დამიჯერებია, რომ გოლი ვერ გავიტანეთ.

პირველი 20 წუთი რთული იყო, სხვა მხრივ კი, თამაშს ვაკონტროლებდით, უპირატესობაც გვქონდა, არერთხელ შევედით მეტოქის საჯარიმოში. ერთადერთი, რაც გვაკლდა, გოლებია.

ვფიქრობ, ინიესტას (მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი) მისამართით სტვენა ირონიით იყო გამოწვეული.

რაც შეეხებათ ახალბედებს, ვიტოლო ძალიან მოძრავი იყო, ხოლო ხუანმა თითქმის გაიტანა", - თქვა დელ ბოსკემ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-ესპანეთი 2:0 -
ამსტერდამში რევანში ვერ შედგა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო თასი ესპანეთს დარჩა და ამათ სულ დაუპუტიათ თავები.
Zviadi
20:52 01-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული