ლა ლიგა. XXIX ტურის წინ: "ბარსა" "ბარსას" იმიტაციის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ფოტოზე: ლიონელ მესი "სელტასთან" ითამაშებს
ესპანეთის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა, კლასიკო ჩავლილია, სანაკრებო პაუზა მორჩა - ახლა "ბარსელონას" ერთი მიზანი აქვს, როგორმე შეინარჩუნოს 4-ქულიანი უპირატესობა მდევარ "რეალთან" და ტიტული ისტორიაში 23-ედ მოიპოვოს.

ამ ტურში ლიდერი გალისიას სტუმრობს.

მესი იქნება
ვიგოს "სელტა" ბევრით დაემსგავსა "ბარსელონას" მას მერე, რაც გუნდის თავკაცი ლუის ენრიკე გახდა, გალისიურ კლუბში "ბარსას" აღზრდილებიც გადავიდნენ და გუნდმაც კატალონიელთა სტილში შემტევი ფეხბურთი ითამაშა. ლუის ენრიკეს "სელტას" "ტვინი" რაფაელ ალკანტარა იყო, რომლის ირგვლივაც ნიჭიერი ახალგაზრდები დაირაზმნენ. ახლა რაფინია "ბარსაშია" და ცდილობს
სასტარტო 11-ეულში დამკვიდრებას.

ახლა ლუის ენრიკე უკვე "ბარსელონას" თავკაცია, თუმცა "სელტა" კვლავ შემტევი ტაქტიკით (4-3-3) თამაშობს და სეზონის საწყის ეტაპზე ამბიციური გუნდის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა.

მთავარი, რაც ამ თამაშის წინ ლუის ენრიკეს და "ბარსას" ფანებს აღელვებთ, ლიონელ მესის მდგომარეობაა. მესიმ სანაკრებო პაუზისას თამაში ვერ შეძლო, რადგან ფეხი ისე ჰქონდა გასიებული, რომ ბუცის ჩაცმა უჭირდა. თუმცა ესპანეთში დაბრუნებულმა არგენტინელმა ინდივიდუალური ვარჯიში (მხოლოდ რბენა თანამემამულე ხავიერ მასკერანოსთან ერთად) დაიწყო.

ლეოს ფეხი ჩაუცხრა და კლუბში აცხადებენ, რომ კვირის მატჩისთვის ის მზად იქნება. თურმე, ლეოს ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისთან" მატჩში მიუღია, დამნაშავე კი მარტინ დე მიკელისი ყოფილა.

გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო ბელგიელმა თომას ვერმალენმაც, თუმცა მისი თამაში "სელტასთან" გამორიცხულია.

მდევრები
"სამეფო კლუბი" რეალურად ერთადერთი კონკურენტია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ბარსელონასთვის". კარლო ანჩელოტის გუნდი 4 ქულით ჩამორჩება "ბარსას", ხოლო "ვალენსია" - რვით.

"რეალს", ერთი შეხედვით, იოლი მეტოქე ჰყავს - ანდალუსიური "გრანადა", თუმცა ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და მისთვის ყოველ მატჩს სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობა აქვს.

პორტუგალიის ნაკრების თამაშზე ტრავმა მიიღო პეპემ, რომელიც სამ ტურს გამოტოვებს. სანაკრებო მატჩებიდან ტრავმით დაბრუნდა გარეთ ბეილიც, თუმცა მისი დაზიანება უმნიშვნელოა. "გრანადასთან" მატჩში არ იქნება ხამეს როდრიგესი, თუმცა მან უკვე განაახლა ვარჯიში. ვერ ითამაშებს ვერც ფაბიო კოენტრაო.

"სამეფო კლუბის" თემებზე ახლა ყველაზე მეტი ყურადღება ახალწვეულ დანილოს ექცევა. დაიწერა, რომ "რეალმა" თავისი დანი ალვეში იყიდა, თუმცა დანილო ჯერ "პორტუს" ფეხბურთელია და "რეალს" ახალ სეზონამდე ვერ დაეხმარება.

"გრანადასთან" მატჩში სხვა ვარიანტი არც კი განიხილება - ანჩელოტის გუნდმა უნდა მოიგოს.

ვალენსიური დერბი
კვირას, "მესტალიაზე" ძალზე საინტერესო დაპირისპირება შედგება - ვალენსიის მხარის დერბიში "ვალენსია" "ვილიარეალს" მასპინძლობს.

ამ ორი გუნდის ჯახი ისედაც ყოველთვის საინტერესოა და ახლა ამას სატურნირო მდგომარეობა ხელს უწყობს - "ვალენსია" მესამეა და სურს ეს ადგილი შეინარჩუნოს, არადა, "ატლეტიკო", რომელიც ბოლოადგილოსან "კორდობას" სტუმრობს, მხოლოდ ქულით ჩამორჩება მას.

"ვალენსიის" ბანაკში ორი სიახლეა: ხავი ფუეგომ კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ ცუდი ისაა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა ხოსე ლუის გაიამ. 19 წლის მცველი ახლანდელი "ვალენსიის" მთავარი მარგალიტია, რომლის ხელში ჩაგდებაც "რეალს" მოუწადინებია.

სხვა მატჩებიდან "სევილიისა" და ბილბაოს "ატლეტიკის" დაპირისპირებას და "მალაგასა" და "რეალ სოსიედადის" ჯახს აღვნიშნავდით.

ლა ლიგა. XXIX ტური
პარასკევი. 3 აპრილი
ეიბარი-ვალეკანო 22:45
დისკვალიფიკაცია: ეკიზა (ეიბ)
ტრავმა: ანხელი, ნავასი (?), დელ მორალი (?), მინერო (?) - ლეო (?), ტონიო
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5=0-6, (14-14)

შაბათი. 4 აპრილი
სევილია-ბილბაო 18:00
დისკვალიფიკაცია: კრიხოვიაკი - სან ხოსე
ტრავმა: გამეირო, ბანეგა (?), კრისტოფორო - ადურისი, ერერინი, ვიგერა, ბუსტინცა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +17=11-11, (60-45)

კორდობა-ატლეტიკო 20:00
დისკვალიფიკაცია: მირანდა (ატლ)
ტრავმა: ედიმარი, ბუსონი, ღილასი, დეივიდი, ვიკო, კრესპო - ნიგესი, მოია, მანჯუკიჩი, გარსია
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=3-2, (4-8)

ალმერია-ლევანტე 22:00
დისკვალიფიკაცია: მაურო (ალმ)
ტრავმა: - ხუანფრანი, კამარასა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=4-9, (23-27)

მალაგა-სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კამაჩო -
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +7=6-14, (33-45)

5 აპრილი. კვირა
რეალი-გრანადა 14:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოენტრაო, როდრიგესი, ხედირა, პეპე, ბეილი (?) - მარე, მაინსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +6=0-1, (17-3)

ვალენსია-ვილიარეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: მორენო - კოსტა
ტრავმა: პერესი - მარინი, სანტოსი (?), ჩერიშევი, რუისი, სორიანო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +15=8-12, (51-47)

ხეტაფე-დეპორტივო 21:00
დისკვალიფიკაცია: როდრიგესი (ხეტ)
ტრავმა: იოდა, ალექსისი, ვალერა, ლაფიტა - პოშტიგა, ვილკი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5=6-6, (23-20)

სელტა-ბარსელონა 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პლანასი, გომესი (?), ოუბინია, მადინდა - ვერმალენი, ბუსკეტსი (?), მესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +7=9-17, (39-61)

ორშაბათი. 6 აპრილი
ესპანიოლი-ელჩე 22:00
დისკვალიფიკაცია: ანხელი (ელჩ)
ტრავმა: გარსია, გონსალესი - ნიგესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=0-2, (5-5)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები:
32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - კარლოს ბაკა (სევილია); 15 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული