ლა ლიგა. XXIX ტური: "ატლეტიკო" მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: კორდობა-ატლეტიკო 0:2

4 აპრილს ესპანური ლა ლიგის 29-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"სევილიამ" ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. უნაი ემერის გუნდმა "სანჩეს პისხუანზე", სადაც შარშანდელი თებერვლის მერე არ დამარცხებულა, 2:0 მოუგო "ბილბაოს". მატჩის დებიუტში ალეიქს ვიდალმა გაიტანა, 21-ე წუთზე კი ჩემპიონატში მე-17 გოლი გაიტანა კარლოს ბაკამ.

ესპანეთის ჩემპიონი "კორდობას" ესტუმრა, 2:0 მოუგო და მესამე ადგილზე გადავიდა. მე-5 წუთზე ანტუან გრიზმანმა მეტოქის ნახევარმცველის შეცდომით ისარგებლა და სოლორეიდი გოლით
დაასრულა. 39-ე წუთზე თავურით საულ ნიგესმა გაიტანა.

"ლევანტემ" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ალმერია" და გასავარდნი ზონა დატოვა. ჰეთ თრიკით გამოიჩინა თავი დავით ბარალმა. 31 წლის თავდამსხმელი ვალენსიური კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ სეზონში 2 ჰეთ თრიკი შეასრულა.

სევილია-ბილბაო 2:0
გოლები: 1:0 ვიდალი (3), 2:0 ბაკა (21)

კორდობა-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (5), 0:2 ს. ნიგესი (39)

ალმერია-ლევანტე 1:4
გოლები: 0:1 ბარალი (17), 0:2 კასადესუსი (32), 0:3 ბარალი (53), 1:3 ჰემედი (70-პენ)
გაძევება: დუბარბიერი (58. ალმერია)

მალაგა-რეალ სოსიედადი 1:1
გოლები: 1:0 რესიო (55), 1:1 პარდო (83)

1. ბარსელონა - 68 ქულა; 2. რეალი - 64, 3. ატლეტიკო - 62; 4. ვალენსია - 60; 5. სევილია - 58.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს წვრილმანი ამბებია ჩემპიონი კი ბარსაა!
გენო
11:35 05-04-2015
0

სიახლეები პოპულარული