ფრანკ რიბერი: ლუი ვან გაალი ცუდი კაცია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა თავისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობს. ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიელ სპეციალისტთან კონფლიქტის გამო გერმანული გრანდის დატოვებაზე მაშინ სერიოზულად ფიქრობდა.

"ჩემსა და ვან გაალს შორის იყო პრობლემები. როდესაც მან "ბაიერნი" ჩაიბარა, არავინ იცოდა, გუნდში რა მოხდებოდა. ის ამბობდა, რომ სახელები მისთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა. მწვრთნელი გულისხმობდა, რომ ვარსკვლავები არ სჭირდებოდა და ყველას ყველაფერი თავიდან უნდა დაემტკიცებინა.

მასთან პირველი კონტაქტი მძიმე გამომივიდა, ასეთ დროს კი პროფესიონალი თავდაჯერებულობას
კარგავ. სათამაშო თვალსაზრისით, ის ურიგოდ არ მუშაობდა, მაგრამ მწვრთნელი ვან გაალი ცუდი კაცი იყო.

ვითარება ჩემთვის აუტანელი იყო და არაერთი კლუბი მთავაზობდა გადასვლას - მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი", "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი"... ასეთ დროს იწყებ მომავალზე ფიქრს, რაც ბუნებრივია", - აქვეყნებს რიბერის ნათქვამს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი "ბაიერნს" 2009-11 წლებში წვრთნიდა. გუნდთან ერთად მან გერმანიის ჩემპიონობა, თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. ასევე, იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, სადაც მილანის "ინტერთან" 0:2 დამარცხდა. ვან გაალმა მიუნხენურ გუნდში კონტრაქტი ვერ ამოწურა - ის კლუბის ხელმძღვანელობამ ვადამდე გაათავისუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული