ლა ლიგა. XXX ტური: ჩემპიონმა ტური რიხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის XXX ტური 7 აპრილს სამი თამაშით დაიწყო, დანარჩენი შეხვედრები კი 8-9 აპრილს გაიმართება.

ჩემპიონატის ლიდერი გავარდნის პირას მყოფ "ალმერიას" მასპინძლობს, რომელიც "კამპ ნოუზე" ახალი, მაგრამ კატალონიელთათვის კარგად ნაცნობი მწვრთნელით ჩადის. "რეალს" კი მცირე მადრიდული დერბი ელის...

მეოცე ოცდაათში
ტური "ვისენტე კალდერონზე" დაიწყო - ჩემპიონმა "ატლეტიკომ" დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა. "ატლეტიკომ" მეტოქეს "მისალმება" არ აცალა - პირველ ათ წუთში ორი გოლი გაუტანა: ჯერ მასპინძელთა კუთხურს მიკელ გონსალესის ავტოგოლი მოჰყვა, შემდეგ ანტუან გრიზმანმა დამატებაზე იყოჩაღა.

მეორე ტაიმში დიეგო სიმეონეს გუნდი
უპირატესობას ფლობდა და ანგარიშიც შეინარჩუნა (2:0) - "ატლეტიკომ" 30 ტურში მე-20 გამარჯვება იზეიმა და სულ მცირე, ერთი ტურით გაინაღდა მესამე ადგილი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სისხლით ბარსელონელი
43 წლის სერხი ბარხუანი ის კაცია, ვინც დიდხანს მაისურზე "ბარსელონას" ლოგოთი იწონებდა თავს - მისთვის "ბარსას" კარი 16 წლის ასაკში გაიღო და ფეხბურთელადაც იქ ჩამოყალიბდა. ყოფილი მარცხენა მცველი, "ლა მასიის" წლებსაც თუ ჩავთვლით, 14 სეზონი ერთგულად ემსახურა მშობლიურ კლუბს, მერე მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა და კარიერაც იქ დაასრულა.

ესპანეთის ნაკრებშიც 50-ზე მეტი თამაში დაუგროვდა. მოკლედ, საუკუნეების მიჯნაზე ესპანურ ფეხბურთში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო. სერხიმ მწვრთნელობაც "ლა მასიაში" დაიწყო და "ბარსას" პატარების დაფრთიანებაში იღებდა მონაწილეობას, სანამ "უელვამ" კარიერაში პირველი სერიოზული საქმე არ შესთავაზა - მთავარი მწვრთნელის პოსტი. სწორედ მისი თავკაცობით ვარჯიშობდა "ბარსას" ჭაბუკებში გიორგი ჭანტურია.

6 აპრილს სერხის პრიმერადივიზიონის მაჩანჩალა "ალმერიას" გადარჩენა შესთავაზეს მას მერე, რაც ხოსე იგნასიო მარტინესმა მის ყოფილ გუნდ "ლევანტესთან" 1:4 წააგო. დებიუტიც ასეთი უნდა - "ალმერიას" ხელმძღვანელობას რევერანსების დრო არა აქვს, ანდალუსიური კლუბი გასაჭირშია. ამიტომაც სისხლით "ბარსელონელს" მწვრთნელის რანგში ლა ლიგაში დებიუტი სწორედ "ბარსას" წინააღმდეგ მოუწევს.

"ბარსაში" თამაშისას, სერხის სამაგალითო განაპირა მცველს უწოდებდნენ. ვნახოთ, როგორი მწვრთნელი გამოდგება ის.

ლუის ენრიკე სერიოზულია
რა თქმა უნდა, სერხი ბარხუანი სასწაულმოქმედი არ არის და ჩვენ ალბათ, ისევ იმ "ალმერიას" ვიხილავთ, როგორიც ეს გუნდი ბოლო დროს იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" არცთუ ურიგო შანსი აქვს, თუ არ გაიმეორებს "რეალის" მიერ "გრანადას" რბევას, მიუახლოვდეს მაინც.

მატჩის წინ ლუის ენრიკემ, რომელსაც დისკვალიფიკაციამოხდილი ხავიერ მასკერანო უბრუნდება, პრესკონფერენცია მოაწყო და აღნიშნა, რომ "ბარსა" "ალმერიას" სერიოზულ მეტოქედ განიხილავს:

"ლა ლიგის მოგება თუ გვსურს და ეს ნამდვილად ასეა, "ალმერია" უნდა დავამარცხოთ. საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. "ალმერიასთან" რაც შეიძლება კარგად უნდა ვითამაშოთ და ბევრი მომენტი შევქმნათ. სერხი ბარხუანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს. მოხარული ვარ მის გამო, ეს კარგი გამოწვევაა მისი სამწვრთნელო კარიერისთვის".

საშიში "რეალი"
"რაიო ვალეკანოსთან" მატჩისთვის ემზადება მადრიდის "რეალი", რომელსაც თანაქალაქელების დაჩაგვრა, არა გვგონია, ისევე გაუიოლდეს, როგორც "გრანადასი" (9:1 - წინა ტურში).

"რეალის" შემტევ ექვსეულში, ალბათ, აღარ მოიძებნება ადგილი ისკოსთვის, რადგან ლუკა მოდრიჩი დაბრუნდა და ფორმაშიცაა; თამაშობს ხამეს როდრიგესიც. "ელვებს" ცენტრფორვარდი ლეო ბაპტიშტაო დააკლდებათ. სამაგიეროდ, დიდებულ ფორმაშია შემტევი ნახევარმცველი ალბერტო ბუენო, რომელმაც ბოლო 10 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXX ტური
7 აპრილი
ატლეტიკო-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 მ. გონსალესი (2 ს.კ.), 2:0 გრიზმანი (10)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - გამესი, მირანდა, ხ. ხიმენესი, სიკეირა - არდა თურანი (86. საულ ნიგესი), ტიაგო, მ. სუარესი, კოკე - ფ. ტორესი (61. რ. ხიმენესი), გრიზმანი (91. გაბი)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, ა. ელუსტონდო, მ. გონსალესი, ი. ბერჩიჩე - ბერგარა, პარდო - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (74. ფინბოგასონი), კანალესი (74. აგირეჩე) - გ. კასტრო (81. გრანერო)
გაფრთხილება: თურანი -
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-9 (3-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 40 230

ლევანტე-სევილია 1:2
გოლები: 0:1 გამეირო (10), 0:2 რეიესი (37), 1:2 უჩე (73)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - მორალესი, ვინტრა, ხუანფრანი, ტონიო - ელ ჟარი, მ. სისოკო (81. ვ. კასადესუსი), სიმაო (65. ხოსე მარი), რუბენ გარსია - ბარალი (46. მარტინსი), უჩე
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფიგეირაში, პარეხა, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა (57. ფ. ნავარო) - კრიხოვიაკი, კარიშო - რეიესი (61. ა. ვიდალი), იბორა, ვიტოლო - გამეირო (79. ბაკა)
გაფრთხილება: ხუანფრანი, კასადესუსი, ელ ჟარი - ტრემულინა, კარიშო, ფიგეირაში, კოლოძეიჩაკი, რიკო
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-12 (6-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 12 980

ეიბარი-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 არუაბარენა (52)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ლილიო, ანიბარო, დიდაკ ვილა - ბორხა, დ. გარსია - კაპა (91. დ. ბოატენგი), არუაბარენა (87. ლეკიჩი), ლარა - საულ ბერხონი (81. დელ მორალი)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა - რესიო, ტისონე - ორტა (60. ამრაბატი), ანიორი (53. სამუელი), ხუანმი - გერა
გაფრთხილება: გარსია, ბერხონი, ბოვედა - ორტა, ანიორი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-13 (5-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 4 008

8 აპრილი
დეპორტივო-კორდობა 22:00
დისკვალიფიკაცია: ლოპო - პინილიოსი, პანტიჩი, ლოპესი
ტრავმა: პოშტიგა, ვილკი, სალომაო - ვიკო, ბუსონი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5=2-1, (11-5)

ბარსელონა-ალმერია 22:00
დისკვალიფიკაცია: - ველესი, პარტი
ტრავმა: ალბა, ვერმალენი (?) - მიჩელი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +11=2-0, (41-7)

გრანადა-სელტა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოლუნგა, მარე, ინსუა (?), ბანგურა (?), პერესი (?) - ოუბინია, მადინდა, პლანასი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=4-3, (8-9)

ვალეკანო-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: ამაია, ტრაშორასი - ისკო
ტრავმა: ლეო - პეპე
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +2=1-18, (18-57)

9 აპრილი
ბილბაო-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუნიაინი - პერესი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +11=12-20, (50-70)

ელჩე-ხეტაფე 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სისმა (?), ნიგესი (?), პელეგრინი, გონსალესი (?) - იოდა, ვალერა, ლაფიტა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +2=8-2, (12-15)

ვილიარეალი-ესპანიოლი 00:00
დისკვალიფიკაცია: გომესი - ალვარო
ტრავმა: მარინი, ჩერიშევი, სორიანო -
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +11=14-4, (38-22)

შენიშვნა: ფიფას რეკომენდაციით, "ალმერიას" 3 ქულა უნდა დააკლდეს, რომელიც ჯერ ცხრილში არ ასახულა.

ბომბარდირები: 36 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 32 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა), კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 16 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული