წყაროს ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "სამეფო კლუბს" უკვე აცნობა, რომ დააკმაყოფილა მისი პეტიცია მოთამაშის ყვითელი ბარათის ანულირების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ რონალდომ გაფრთხილება "რაიო ვალეკანოსთან" წინა ტურის მატჩში მიიღო, რომელიც "რეალმა" ანგარიშით 2:0 მოიგო. მთავარმა არბიტრმა მარიო მელერომ ჩათვალა, რომ პორტუგალიელი მეტოქის საჯარიმოში განგებ დაეცა და სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.
მადრიდის "რეალი" "ეიბარს" 11 აპრილს დაუპირისპირდება.