"რეალმა" პრაქტიკულად შეათანხმა "ბენფიკას" მცველის ფაბიო კოენტრაოს შეძენის საკითხი. მოთამაშეს პორტუგალიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ 5 წელი აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 30 მილიონი ევროა. ამავე დროს ტრანსფერი ზაფხულამდე ძნელად თუ შედგება, რადგან მადრიდული კლუბი ცდილობს პერსპექტიული მცველის ფასი დააგდოს. მადრიდში კოენტრაოს დამატებით უკანა ხაზის გაძლიერებას გეგმავენ, რომელიც ხშირად ცდება.
გასულ ზაფხულს ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას "ბაიერნი" ცდილობდა, თუმცა კლუბებმა სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.
მომზადებულია Daily Record-ის მიხედვით