მანამდე ესპანური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ "რეალის" მეკარე კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მოელაპარაკა და სეზონის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბს" დატოვებს.
"იკერს "რეალში" დარჩენა სურს და მეც ეს მინდა. არ მგონია, რომ ახლა მას ვინმესგან თანადგომა სჭირდება. ის საკმაოდ ძლიერია და მაღალი დონის პროფესიონალია", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს AS.