ლა ლიგა. XXXI ტური: სხვაობა უკვე ორი ქულაა [VIDEO]

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდომ 2014 წლის 29 აპრილის მერე პირველად გაიტანა საჯარიმო დარტყმით.
* "სევილია" 14 თვეა, შინ არ დამარცხებულა.
* 19 წლის სანტი მინამ "რაიო ვალეკანოს" კარში პოკერი შეასრულა.
* "ვილიარეალმა" ამ სეზონში მეცხრე საგარეო ფრე ითამაშა.


მადრიდის "რეალი" ლიდერ "ბარსელონასთან" ჩამორჩენას ორ ქულამდე ამცირებს; კრიშტიანო რონალდოს ერთწლიანი პაუზის მერე პირველად გააქვს საჯარიმო დარტყმით; "ბარსა" და "ატლეტიკო" ანდალუსიაში ფერხდებიან; ტურის გმირი კი ვინმე სანტი მინაა...

"ბაიერნიდან" "ეიბარამდე"
ყველამ კარგად იცის კრიშტიანო რონალდოს საფირმო საჯარიმო დარტყმების შესახებ, თუმცა 2014 წლის 29 აპრილის
შემდეგ (მაშინ "ბაიერნს" გაუტანა) ამისგან მხოლოდ პორტუგალიელის მედიდური პოზა იყო დარჩენილი, ის გამუდმებით ასრულებდა საჯარიმოებს, მაგრამ უშედეგოდ.

და აი, ეს პაუზა დაირღვა - შაბათს პრიმერას პრიმერა ბომბარდირმა "ეიბართან" თამაშში (3:0) 21-ე წუთზე ჯარიმა ისე შეასრულა, რომ ბურთი მიწაზე მეკარე ირურეტას წინ დაეცა და დეზორიენტირებულმა ბასკმა გუნდი ვეღარ იხსნა.

ირურეტამ ბურთი ბადიდან კიდევ სამჯერ გამოიტანა. თუმცა ერთხელ ჩიჩარიტოს გოლი არ ჩათვალეს თამაშგარე მდგომარეობის გამო, მექსიკელმა თავურით მაინც გაიტანა წესების სრული დაცვით; ერთი გოლიც მთლიანად ხესეს ინდივიდუალურ გაბრწყინებაზე მოდის. შეტევის ცნობილი ტრიოდან მხოლოდ რონალდო იყო, გარეთ ბეილი ტრავმირებულია, ხოლო ქარიმ ბენზემა სკამზე დარჩა.

რონალდო კი ისევ ფორმაშია - ბოლო სამ მატჩში 7 გოლი გაიტანა. სულ "რეალის" მაისურით რონალდომ 25 საჯარიმო დარტყმა გაიტანა (17 ლა ლიგაში). "მარკას" რჩეული მარსელო გახდა - 8 ბალი.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ამ შეხვედრაში ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ჩიჩარიტომ და ხესემ კარგად ითამაშეს. კრიშტიანო მაკვირვებს, მუდამ თამაში და გოლების გატანა სურს. საჯარიმოდან თავის გამოჩენა არც ისე ადვილი რამეა. ეს თვისებები გამოარჩევს მას სხვა ფორვარდებისგან. როცა "რეალი" უფრო სწრაფად თამაშობს, მისთვის უკეთესია, რადგან საჭირო სივრცეს იოლად პოულობს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტრაგიკომედიები
ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, ცხადია, რომ ჩემპიონი "ატლეტიკო" ტიტულს ვერ შეინარჩუნებს. "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 9 ქულაა, "რეალთან" - 7... დიეგო სიმეონეს კრებულმა ქულები ანდალუსიაში დაკარგა "მალაგასთან" მატჩში (2:2), რომლის 4 გოლიდან 3 ტრაგიკომიკური იყო, ერთი კი წესების დარღვევით გატანილი. ფრანგმა ანტუან გრიზმანმა გახსნა ანგარიში და წერტილიც მან დაუსვა. პირველ შემთხვევაში მან მეკარე კამენი დასაჯა, რომელმაც ბურთი ხელში ვერ შეინარჩუნა... აუტის ჩამოწოდების მერე, მეორე გოლის შემთხვევაში კი გამორჩეული ვარცხნილობის პატრონი ფორვარდი აშკარად თამაშგარეში იყო.

ამ ორ გოლს შორის იყო "მალაგას" ორი გასროლა, ფერნანდო ტორესმა იმ დღეს მეტოქის კარს ვერაფერი დააკლო, საკუთარი კი აიღო, ხოლო სამუელმა მეკარეს ბურთი თავზე მას მერე გადაუგდო, რაც საგოლე პასი... "ატლეტიკოს" მცველისგან მიიღო. "მარკას" რჩეულები: ამრაბატი (მალაგა), მირანდა, ტიაგო, გრიზმანი, რაულ ხიმენესი (ყველა - "ატლეტიკო").

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "შეხვედრის მეორე ტაიმი გიჟური იყო, ყველაფერი ჩვენთვის არც ისე კარგად დასრულდა. ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ არც ისე ცუდი ფეხბურთი ვაჩვენეთ. წლეულს ბევრი ცვლილება განვიცადეთ, მაგრამ ისევ ფორმაში ვართ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბასტიონი ისევ დგას
უნაი ემერის "ბარსელონასთან" ჭიდილზე ჯერ "ვალენსიას" მწვრთნელის, ხოლო ახლა "სევილიას" თავკაცის რანგში, ბევრის მოყოლა შეიძლება. ეს ბრწყინვალე ტაქტიკოსი მუდმივად ძიებაშია და ამჯერად, მიზანს მიაღწია - "ბარსა" შეაფერხა (2:2) და ანდალუსიურ გუნდსაც მნიშვნელოვანი ქულა მოაპოვებინა, არადა, "ბარსა" ლეო მესის ჩახვეულისა და ნეიმარის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმების შემდეგ 2:0-ს იგებდა.

ევერ ბანეგამ ერთი პირველივე ტაიმში გაქვითა. ქულის მომტანი კომბინაცია კი ხოსე ანტონიო რეიესმა წამოიწყო, ალეიქს ვიდალმა გააგრძელა და კევინ გამეირომ დააგვირგვინა. "მარკას" რჩეული ევერ ბანეგა - 8 ბალი.

ლა ლიგაში "სევილია" "სანჩეს პისხუანზე" ბოლოს "ბარსელონამ" დაამარცხა, ამ სეზონში კი ეს ვერც მან შეძლო...

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, "ბარსა" დომინირებდა, შემდეგ კი 3-4 წუთით მოვეშვით და ამისთვის დავისაჯეთ. ვარ თუ არა კმაყოფილი ფრით? არ ვარ მათემატიკოსი, მაგრამ დღეს ჩვენ ვლიდერობთ, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს სტუმრად ფრედ ვეთამაშეთ. დაველოდოთ სეზონის ბოლოს და გამოჩნდება, რამდენად კარგი იყო ეს შედეგი "ბარსასთვის". ამბობენ, ნეიმარი უკმაყოფილო იყო შეცვლითო. იცით, მე ასეთ რამეებს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

19 წლის გმირი
"ბალაიდოსზე" ახალი ბალადა დაიწერა 19 წლის ჭაბუკზე, რომელმაც შეძლო და ერთ თამაშში 4 გოლი გაიტანა. ეს ამ სეზონში მისი პირველი გოლები იყო ლა ლიგაში, ის კი ვიგოს "სელტას" შემტევი ნახევარმცველი სანტიაგო (სანტი) მინაა. კიდევ ორი გოლი არგენტინელი ხოაკინ ლარივეის ანგარიშზეა, ხოლო გალისიურმა კლუბმა "რაიო ვალეკანო" 6:1 გაასწორა მიწასთან.

არადა, სტუმრები მანუჩომ 23-ე წამზე (!) დააწინაურა. "სელტას" ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში პოკერი შეასრულა, მორი იყო (1978/79). შაბათის მეორე გვიან მატჩში სერხი ბარხუანმა "ალმერიას" პირველად მოაგებინა. ეს მისთვის მეორე შეხვედრა იყო - "ალმერიამ" თომას პარტეის დუბლის წყალობით 3:0 მოუგო "გრანადას", რომელსაც ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

საშინელი ტრავმა
კვირას 4 მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც გამორჩეულს ვერც ერთს ვუწოდებთ. ამიტომ ისინი ერთ ქვეთავში განვიხილოთ - "ხეტაფე"-"ვილიარეალის" თამაშმა დედაქალაქში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 6 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი მივიდა. იკეჩუკვუ უჩეს პენალტს მასპინძელმა დიეგო კასტრომ თავურით უპასუხა, თუმცა საფეხბურთო ბატალიები მატეო მუსაჩიოს საშინელმა ტრავმამ გადაფარა, მან კოჭის ღია მოტეხილობა მიიღო და ურუგვაელი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს.

"ვილიარეალმა" 10 კაცით შეძლო სეზონში მე-9 საგარეო ფრის მოპოვება - 1:1. მუსაჩიო "ვილიარეალს" 5-6 თვე დააკლდება.

"ესპანიოლმა" "ბილბაოზე" შური იძია ესპანეთის თასის ნახევარფინალში დამარცხებისთვის - ერთადერთი გოლი კაპიტანმა სერხიო გარსიამ გაიტანა - 1:0.

სანსებასტიანურ მატჩში კი უხვად იყო მსაჯის შეცდომები, პენალტები და გოლები. საბოლოოდ, "რეალ სოსიედადმა" ვერ შეძლო "დეპორტივოს" დამარცხება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიქტორ სანჩესმა ჩაიბარა - 2:2. "ელჩემ" სტუმრად დაამარცხა ბოლოადგილოსანი "კორდობა" - 2:0.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXI ტური
11 აპრილი
რეალი-ეიბარი 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (21), 2:0 ხ. ერნანდესი (30), 3:0 ხესე (82)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - არბელოა, ვარანი, ს. რამოსი (64. პეპე), მარსელო (65. ნაჩო) - მოდრიჩი (61. ლ. სილვა), ილიარამენდი, ისკო - ხესე, ხ. ერნანდესი, რონალდო
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ლილიო, ანიბარო, რ. ნავასი, დიდაკ ვილა - ბორხა ფერნანდესი, დ. გარსია (77. დ. ბოატენგი) - კაპა, საულ ბერხონი (46. არუაბარენა), ლარა - დელ მორალი (66. პიოვაკარი)
გაფრთხილება: - ვილა, არუაბარენა, ბოატენგი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 24-4 (13-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 73 965

მალაგა-ატლეტიკო 2:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (24), 1:1 ფ. ტორესი (37 ს.კ.), 2:1 სამუელი (70), 2:2 გრიზმანი (77)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ს. სანჩესი, ველიგტონი, ბოკა - დარდერი, რესიო - სამუელი, ამრაბატი (92. გერა), კასტილიეხო (84. ორტა) - ხუანმი (76. ტისონე)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, მირანდა, გამესი - არდა თურანი (80. კანი), გაბი (73. რ. ხიმენესი), ტიაგო, კოკე - ფ. ტორესი (68. საულ ნიგესი), გრიზმანი
გაფრთხილება: დარდერი, ველიგტონი - გაბი, მირანდა, გრიზმანი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-11 (3-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 26 982

სევილია-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 მესი (14), 0:2 ნეიმარი (30), 1:2 ბანეგა (38), 2:2 გამეირო (83)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, პარეხა, კარიშო, ტრემულინა - კრიხოვიაკი, ბანეგა - ა. ვიდალი, იბორა (70. მბია), ვიტოლო (70. რეიესი) - ბაკა (75. გამეირო)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (86. პედრო) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (74. ჩავი)
გაფრთხილება: კრიხოვიაკი, იბორა, ბანეგა, რეიესი, მბია - ბუსკეტსი, პიკე
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 23-9; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-17 (2-7); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 40 355

ალმერია-გრანადა 3:0
გოლები: 1:0 თომასი (45), 2:0 ესპინოსა (60), 3:0 თომასი (87)
ალმერია (4-2-3-1): რუბენი - ხ. ნავარო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი - თომასი, კორონა - ვ. სილვა, ფ. სორიანო (58. ჯონათანი), ესპინოსა (82. აზეეზი) - ტიევი (77. ჰემედი)
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, კალა, მაინსი, ე. ინსუა - იტურა (55. ფ. რიკო), რ. პერესი (63. რიკი) - იბანიესი, ხ. მარკესი, პიტი - ელ-არაბი (55. კორდობა)
გაფრთხილება: სორიანო, ტიევი, თომასი, დოს სანტოსი - კალა, ნიომი, მარკესი, ინსუა
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 17-14 (9-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 8 920

სელტა-ვალეკანო 6:1
გოლები: 0:1 მანუჩო (1), 1:1 ლარივეი (6), 2:1 მინა (21), 3:1 ლარივეი (37), 4:1 მინა (40), 5:1 მინა (50), 6:1 მინა (56)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი (62. ა. ლოპესი), კრონ-დელი - მინა (71. ბონგონდა), ორელიანა, ნოლიტო - ლარივეი (75. შარლესი)
რაიო ვალეკანო (3-4-1-2): ტონიო - ზე კაშტრო, ამაია, ბა (28. ნაჩო) - კაკუტა (74. მიკუ), ტრაშორასი, იოსაბედი, ემბარბა - ბუენო - ლიკა (27. ტიტო), მანუჩო
გაფრთხილება: ფერნანდესი - ამაია, ტრაშორასი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 16-3; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17-12 (10-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 16 633

12 აპრილი
ხეტაფე-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 უჩე (52-პენ), 1:1 დ. კასტრო (64)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ნალდო, ალექსისი, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი - პედრო ლეონი, დ. კასტრო (83. ემი ბუენდია), ინესტროსა (62. სარაბია) - ა. ვასკესი (90. ბ. დიავარა)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, ბაილი (59. მუსაჩიო), დორადო, იოკიჩი - რუკავინა, პინა, ტრიგეროსი, მ. გომესი (68. ჩერიშევი) - ხ. მორენო, უჩე (63. ჯოვანი დოს სანტოსი)
გაფრთხილება: როდრიგესი, ნალდო - ტრიგეროსი, ბაილი, რუკავინა, მუსაჩიო, დოს სანტოსი, კოსტა (მოედანზე არ იყო)
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-9 (2-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 6 745

ესპანიოლი-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 ს. გარსია (40)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, მ. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი (85. მონტანიესი), აბრაამი (68. ვ. სანჩესი), კანიასი, ვ. ალვარესი - ს. გარსია, სტუანი (63. კაისედო)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, დე მარკოსი - სან ხოსე, მ. რიკო (57. ი. გომესი) - უილიამსი, ბენიატი, ვიგერა - გილერმო (57. სუსაეტა)
გაფრთხილება: სტუანი, ალვარესი - ლაპორტი, დე მარკოსი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 5-10 (1-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 19 054

სოსიედადი-დეპორტივო 2:2
გოლები: 1:0 ჩაბი პრიეტო (32-პენ), 1:1 ლ. პერესი (39), 2:1 გ. კასტრო (56), 2:2 ტოჩე (78)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, ანსოტეგი, ი. მარტინესი (58. ელუსტონდო), ი. ბერჩიჩე - გრანერო (65. ბერგარა), პარდო - ჩაბი პრიეტო, კანალესი, გ. კასტრო (71. ველა) - აგირეჩე
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, მ. პაბლო - ბორხესი (66. მედუნიანინი), ბერგანტინიოსი - ხ. როდრიგესი (67. ტოჩე), ლ. პერესი, კავალეირო (84. ლაურე) - რიერა
შენიშვნა: ლ. პერესმა ვერ გაიტანა პენალტი (39)
გაფრთხილება: ანსოტეგი, კასტრო, პრიეტო, ზალდუა - ფაბრისიო, ბორხესი, კავალეირო, ლოპო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-16 (4-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 21 984

კორდობა-ელჩე 0:2
გოლები: 0:1 როკო (41), 0:2 პაშალიჩი (68)
კორდობა (4-1-4-1): ხუან კარლოსი - გუნინო (56. ვიკო), ლუსო, პანტიჩი, ედიმარი - კრჰინი - ბებე (70. ფიდელი), ბორხა გარსია, ფედე კარტაბია, ღილასი (55. ელდონი) - ანდონე
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, ალბაკარი (58. სისმა) - მოსკერა, პაშალიჩი - ვ. როდრიგესი (91. კორომინასი), ფაირი, ა. ნიგესი (74. ა. ხიმენესი) - ჟონათასი
გაფრთხილება: - ლომბანი, როდრიგესი
გაძევება: ბორხა (81)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 9-26; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14-7 (2-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 164

13 აპრილი
ვალენსია-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 პ. ალკასერი (16), 2:0 ფეგული (36), 3:0 ნეგრედო (93)
ვალენსია (4-1-4-1): დიეგო ალვეში - კანსელო, მუსტაფი, ვეზუ, ორბანი - ფუეგო - ფეგული (66. ბარაგანი), პარეხო, ანდრე გომეში (66. დე პაული), როდრიგო - პ. ალკასერი (73. ნეგრედო)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - მორალესი, ვინტრა, რამისი, ტონიო (46. ი. ლოპესი) - ელ ჟარი (58. უჩე), ხოსე მარი, სიმაო, ივანშიტცი (74. რუბენ გარსია) - ბარალი, ვ. კასადესუსი
გაფრთხილება: მუსტაფი, პარეხო, ნეგრედო - ხოსე მარი, ივანშიტცი, სიმაო
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13-11 (5-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 46 955

ბომბარდირები: 38 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - ნეიმარი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
17 აპრილი:
ლევანტე-ესპანიოლი

18 აპრილი:
ბარსელონა-ვალენსია, დეპორტივო-ატლეტიკო, რეალი-მალაგა, ბილბაო-ხეტაფე

19 აპრილი:
რაიო ვალეკანო-ალმერია, გრანადა-სევილია, ვილიარეალი-კორდობა, ეიბარი-სელტა

20 აპრილი:
ელჩე-რეალ სოსიედადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული