არისმენდი 6 კვირას მოიცდის

AutoSharing Option
"ხეტაფეს" თავდამსხმელმა ხავიერ არისმენდიმ "ოსასუნასთან" მატჩში მუხლის იოგები დაიზიანა და ახლა იძულებით 6-კვირიანი შესვენება მოუწევს. ნავარელებთან მატჩში "ვალენსიას" ექსფორვარდი 86-ე წუთზე შეცვალეს.

თავიდან მისი ტრავმა უფრო მსუბუქი ეგონათ, მაგრამ სამედიცინო ტესტებმა "ხეტაფეს" თავკაცი მიჩელი ერთობ დაამწუხრა. ექიმები იმედოვნებენ, რომ არისმენდი "ერკულესთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდება, რომელიც თებერვლის ბოლოს იგეგმება.

მიჩელი თითქმის გამოუვალ მდგომარეობაშია - ადრიან კოლუნგა ახლახან დაბრუნდა ტრავმის მოშუშების შემდეგ და ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ხოლო მიკუს ერთი მატჩი კიდევ მოსახდელი აქვს დისკვალიფიკაციის სახით.

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული