მადრიდის "რეალს" "ატლეტიკოსთან" არც მოდრიჩი და არც ბეილი არ ეყოლება

AutoSharing Option
22 აპრილს მადრიდის "რეალი" საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ატლეტიკოს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ დაპირისპირების პირველი ნახევარი "ვისენტე კალდერონზე" 0:0 დასრულდა. ასე რომ, არაფერია გადაწყვეტილი.

სწორედ ამ დროს "ლოს მერენგესმა" დიდი დარტყმა მიიღო "მალაგასთან" კალენდარულ მატჩში, რომელიც 3:1 კი მოიგო, მაგრამ ორი სუპერვარსკვლავი დაკარგა...

"მალაგასთან" შეხვედრის დასაწყისშივე გარეთ ბეილმა ტრავმა მიიღო და შეცვლა ითხოვა, ხოლო მეორე ტაიმში ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მუხლი დაიშავა. უკვე დავწერეთ, რომ მოდრიჩის ტრავმა ძალზე სერიოზულია. მან, წესით, მომდევნო 6 კვირა უნდა გ
ამოტოვოს, ანუ ამ სეზონის ბოლომდე მისი თამაში გამორიცხულია. ცოტა უფრო ოპტიმისტურ განწყობაზეა თავად დაზარალებული:

"დარტყმისას ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თავბრუ დამეხვა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც აშკარად არ იყო წესრიგში. ძალიან ძნელია ტრავმის გამო მატჩების გამოტოვება, რაც ჩემთვის არ არის ახალი ხილი. პოზიტიურად ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მოედანს ამ სეზონის ბოლოს დავუბრუნდები. მე მჯერა ჩემი გუნდის და იმედი მაქვს, რომ უჩემოდაც გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სხვა გზა არც მაქვს, ტრავმას არ დავნებდები", - განაცხადა მოდრიჩმა.

ამასობაში გაირკვა ბეილის ტრავმის სიმძიმეც. "მარკას" ინფორმაციით, უელსელი შემტევი წვივის უკანა კუნთის დაზიანების გამო ორი-სამი კვირით დააკლდება "რეალს". ასე რომ, მისი თამაში "ატლეტიკოსთან" გამორიცხულია. აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის ქარიმ ბენზემას ტრავმაც აფიქრებს, ფრანგმა "მალაგასთან" შეხვედრა გამოტოვა და ვარჯიშიც განაახლა, მაგრამ "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებას ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად ვერ შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული