ლა ლიგა. XXXIII ტური: ბილბაოს "ატლეტიკმა" კორდობაში მოიგო

AutoSharing Option
24 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის XXXIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც აუტსაიდერმა "კორდობამ" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა.

მინიმალური ანგარიშით სტუმრებმა მოიგეს. "ნუევო არკანხელზე" ჩატარებული შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა - საკუთარი კარი მასპინძელთა მცველმა დეივიდმა დალაშქრა.

ამ გამარჯვებით ბილბაოს "ატლეტიკმა" 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, "კორდობა" კი, რომლის აქტივში 20 ქულაა, ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები 25, 26 და 27 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: დერბი საჩემპიონო გზაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული