მინიმალური ანგარიშით სტუმრებმა მოიგეს. "ნუევო არკანხელზე" ჩატარებული შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა - საკუთარი კარი მასპინძელთა მცველმა დეივიდმა დალაშქრა.
ამ გამარჯვებით ბილბაოს "ატლეტიკმა" 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, "კორდობა" კი, რომლის აქტივში 20 ქულაა, ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
ტურის დანარჩენი შეხვედრები 25, 26 და 27 აპრილს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: დერბი საჩემპიონო გზაზე