წყაროს ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც კატალონიური გრანდის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტრანსფერის თაობაზე "ბარსელონაში" ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რამდენადაც თავად პოგბას სურს ამ გუნდში გადასვლა და სავარაუდოდ, გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შედგება.
მოგეხსენებათ, ამ დროისთვის "ბარსელონას" წინააღმდეგ ფიფას სანქციები მოქმედებს და იმ მოთამაშეებს, რომლებსაც კლუბი შეიძენს, 2016 წლის იანვრამდე თამაში ეკრძალებათ. შესაბამისად, "ბარსელონა" და "იუვენტუსი" პოგბას ესპანეთში გადაბარგებაზე 2016 წლის ზამთრისთვის შეთანხმდებიან, თუ