ფეხბურთელები და ფედერაცია პროფლიგისა და მთავრობის წინააღმდეგ
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 16 მაისიდან წყვეტს ყველა შიდა ტურნირს. ფედერაციამ მხარი დაუჭირა ფეხბურთელთა პროფკავშირს გაფიცვის თაობაზე. ალბათ, გაგიკვირდებათ, ეს როგორ - საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელები და ფედერაცია ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და არა ერთმანეთს. მთავრობის დეკრეტით სატელევიზიო უფლებების
მოკლედ, 37-ე ტურს, ამ გადასახედიდან, ჩაშლა ემუქრება, ისევე, როგორც ესპანეთის სამეფო თასის ფინალს. ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ბილბაო" ხვდებიან.
"ამავე დროს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და ამიტომ ესპანეთის მთავრობას დიალოგს ვთავაზობთ", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
ამასობაში ესპანეთის პროფესიულმა ლიგამ (LFP) სასამართლოში უჩივლა ფედერაციას მიღებული გადაწყვეტილების გამო.
ბენზემამ ვარჯიში განაახლა
"ვალენსიამ" ამას წინათ, ბევრის აზრით, "ბარსას" მისსავე მოედანზე თამაშით აჯობა (ტაიმ-ნახევარი მაინც). ამიტომ კარლო ანჩელოტის გუნდი ორცეცხლშუაა - ტურინში გადაღლილმა ვერც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დუელის ბედი გადაწყვიტა და არც ლა ლიგაში შეიძლება ქულების კარგვა. პირდაპირ ვთქვათ - თუ "რეალი" "ვალენსიას" ვერ მოუგებს, ფაქტობრივად, გადაულოცავს ტიტულს "ბარსას".
ნუნუს გუნდი "რეალთან" სათამაშოდ დისკვალიფიცირებული როდრიგოს გარეშე გავა. საეჭვოა გაიას, ოტამენდის და დიეგო ალვეშის თამაში. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს სამეული მაინც იქნება.
ანჩელოტის ისევ ლუკა მოდრიჩის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ალბათ, არც ქარიმ ბენზემა იქნება ბოლომდე მზად, თუმცა ფრანგმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
ტურინული თამაშის შემდეგ, მწვრთნელის გარდა, ყველაზე ხშირად გარეთ ბეილს, იკერ კასილიასსა და სერხიო რამოსს აკრიტიკებდნენ სუსტი თამაშისთვის. თუმცა ბეილის თამაშს სუსტიც კი არ უწოდეს. როი კინმა პირდაპირ დაწერა, "რეალი" ტურინში 10 კაცით თამაშობდა, რადგან გარეთ ბეილი მოედანზე იყო და არც იყოო.
შეისმენს ანჩელოტი და დააბრუნებს სასტარტოში ჩიჩარიტოს? ძნელი სათქმელია! შეწყდება უცნაური ექსპერიმენტი რამოსის პოზიციასთან დაკავშირებით? დადგება კარში ამჯერად კეილორ ნავასი? ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ იტალიელ თავკაცს აქვს, რომელიც სერიოზულ წნეხშია.
ნახევარფინალური დუელი "იუვესთან" დამოკლეს მახვილივით არის აღმართული კარლიტოს თავზე და ვინძლო, მას მართლა არ მოუწიოს "მილანში" გაქცევა.
ამასობაში კარლო ანჩელოტი პრიმერას აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. აპრილში "რეალმა" ლა ლიგაში 5-დან 5 მატჩი მოიგო, მათ შორის, 9:1 "გრანადასთან".
ამაღლებული განწყობა "ბაიერნის" შემდეგ
მაშინ, როცა მთელი საფეხბურთო სამყარო ლეო მესის შედევრით ტკბება "ბაიერნის" კარში და მანუელ ნოიერსა და ჟერომ ბოატენგს დასცინის, მესიმ და კომპანიამ ვარჯიში განაახლეს. წინ "რეალ სოსიედადთან" მატჩია. ვარჯიშზე ბრწყინვალე სიტუაციაა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა - "ბარსამ" ხომ ცალი ფეხით შეაბიჯა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ერთადერთი ჟერემი მატიო ვერ ვარჯიშობს გუნდთან ერთად, ფრანგი მცველი ინდივიდუალურად ემზადება მატჩისთვის.
ლა ლიგა. XXXVI ტური
პარასკევი. 8 მაისი
ეიბარი-ესპანიოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: არუაბარენა - კანიასი
ტრავმა: ნავასი, ხიმენესი - მატიონი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2-1)
შაბათი. 9 მაისი
გრანადა-კორდობა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სილვესტრი, ინსუა, მურილიო, მარე, საქსესი - ბუსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2=3-2, (6-8)
ბარსელონა-სოსიედადი 20:00
დისკვალიფიკაცია: გონსალესი (სოს)
ტრავმა: მატიო (?) - კასტრო, ზურუტუზა
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +23=9-7, (81-34)
რეალი-ვალენსია 22:00
დისკვალიფიკაცია: როდრიგო
ტრავმა: მედრანი, მოდრიჩი, ბენზემა - გაია (?), ალვეში (?), ოტამენდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +26=10-11, (91-59)
ბილბაო-დეპორტივო 00:00
დისკვალიფიკაცია: ბუსტინზა -
ტრავმა: ადურისი, ირაოლა (?), გომესი, მუნიაინი, ბალენსიაგა, ბენიატი - კავალეირო (?), ვილკი, დომინგესი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +10=12-17, (42-58)
კვირა. 10 მაისი
ლევანტე-ატლეტიკო 14:00
დისკვალიფიკაცია: სიმაო, კასადესუსი - გოდინი
ტრავმა: დიოპი, ნავარო -
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +6=3-12, (23-33)
ვილიარეალი-ელჩე 19:00
დისკვალიფიკაცია: რუისი - სუარესი, ტიტონი
ტრავმა: სანტოსი, უჩე, მუსაჩიო, ჩერიშევი, ბაილი (?), მარინი, ასენხო, სორიანო - ანხელი, ალბაკარი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=6-3, (16-14)
ალმერია-მალაგა 21:00
დისკვალიფიკაცია: დოს სანტოსი (ალმ)
ტრავმა: მიჩელი, ველესი -
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=4-5, (14-16)
სელტა-სევილია 23:00
დისკვალიფიკაცია: ლარივეი, მალიო, კაბრალი, ნოლიტო, ლოპესი - ტრემულინა, რეიესი
ტრავმა: პლანასი, რადოია, ოუბინია - ბეტო, პარეხა, კრისტოფორო, ბარბოსა
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +13=3-9, (29-26)
ორშაბათი. 11 მაისი
ვალეკანო-ხეტაფე 22:45
დისკვალიფიკაცია: მორსილიო (ვალ)
ტრავმა: ამაია, ლეო, ალვარესი, ბა - ვალერა, ვასკესი, ლაფიტა, იოდა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=0-4, (15-12)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
ბომბარდირები: 42 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 40 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 21 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ლუის სუარესი (ბარსელონა); 15 - არიც ადურისი (ბილბაო), ქარიმ ბენზემა (რეალი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"