თუ ესპანეთში გაფიცვა არ გაუქმდება, ლა ლიგა 36 ტურის შემდეგ დასრულდება

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში გაფიცვის შემთხვევაში, რომლის დაწყებით ფეხბურთელთა პროფკავშირი იმუქრება 16 მაისს, ტურნირი დროზე ადრე დასრულდება, ხოლო სატურნირო ცხრილი 36 ტურის შემდეგ საბოლოო იქნება.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება ესპანურ შრომით კანონმდებლობაზე დაყრდნობით.

თუ გაფიცვის მუქარა მოქმედებაში გადავა, მაშინ "ბარსელონა" 9 მაისს "სოსიედადთან" გამარჯვების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდება ან ჩემპიონი "რეალი" გახდება, თუ ტურის შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილში "ბარსელონას" გადაასწრებს.

ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში ადგილებიც 36 ტურის შედეგების მიხედვით გადანაწილდება.

გარდა ამისა, გაფიცვა ესპანეთის თასის ჩატარებას ეჭვქვეშ
აყენებს, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" შეხვდებიან. მატჩი 30 მაისს, "კამპ ნოუზე" არის დაგეგმილი.

გაფიცვის მუქარა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყველა მხარე არ დაეთანხმა ტელეუფლებებიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილების ახალ სისტემას.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარსა ჩემპიონია,მაგაზე ნუ ინერვიულებთ.
nugzari
13:35 09-05-2015
0
უნდა შეწყვიტონ გაფიცვა,მერე რაღა გააჩუმეBტ რეალის ფანებს,36 ტურში რომ გახდეს ბარსა ჩემპიონი :)
papa
12:33 09-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული